ვიდეო თამაშების პროდიუსერი
| სერიიდან: |
| ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
|---|
|
თემები
|
|
დაკავშირებული
|
ვიდეო თამაშების პროდიუსერი — პიროვნება, რომელიც ზედამხედველობას უწევს ვიდეო თამაშის შექმნის პროცესს.[1] [2] პროდიუსერი თამაშის შექმნის ყველა ფაზაში მონაწილეობს, მათ შორის, საწყისი კონცეფციიდან დაწყებული, პროდუქტის გამოშვებამდე. პროდიუსერი უმეტესად ასრულებს მენეჯერისა და აღმასრულებლის როლს.
შიდა პროდიუსერი მუშაობს უშუალოდ შემქმნელ გუნდთან და პასუხისმგებელია პროექტის ყოველდღიურ მართვაზე. მისი მოვალეობები მოიცავს გუნდებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას, ბიუჯეტის მართვასა და ვადების დაცვას, აგრეთვე რესურსების ოპტიმალურ განაწილებას. პროდიუსერი ხშირად მონაწილეობს თანამშრომლების დაქირავებისა და სამუშაო გრაფიკის დაგეგმვის პროცესშიც.
გარე პროდიუსერი, როგორც წესი, გამომცემლის ინტერესებს წარმოადგენს და უზრუნველყოფს კომუნიკაციას შემქმნელ სტუდიასა და გამომცემლობას შორის. ის აკონტროლებს, რომ შემუშავების პროცესი გამომცემლის ინტერესებსა და ხელშეკრულებას შეესაბამებოდეს.
პროდიუსერის როლი შეიძლება შევადაროთ კინოპროდიუსერის ფუნქციას, რადგან ის უზრუნველყოფს, რომ პროექტი ბიუჯეტსა და დროში ჩაჯდეს და საბოლოოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი შეიქმნას. ზოგიერთ კომპანიაში, ეს როლი იყოფა: აღმასრულებელი პროდიუსერი (უფრო მაღალი დონის მართვა) და ასოცირებული პროდიუსერი (დამხმარე ფუნქციები). წარმატებულ პროდიუსერს აუცილებელია გააჩნდეს კომუნიკაციის და დეტალებზე დაკვირვების უნარი, აგრეთვე ტექნიკური ცოდნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროდიუსერი — Euroco
- ჯასტინ მაკლაინი — Game Boy — Daily Mirror
- ვიდეო თამაშების პროდიუსერი — Screen Skills
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ McKay, Brett; McKay, Kate. So You Want My Job: Video Game Producer (September 29, 2010). ციტირების თარიღი: May 30, 2014
- ↑ What Does a Video Game Producer Do? (with pictures). ციტირების თარიღი: May 30, 2014