პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქას საფუძველი ჩაეყარა 1972 წელს, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოჩნდა სათამაშო კონსოლი Magnavox Odyssey (წარმოება დაიწყო 1968 წელს რალფ ბაერის თაოსნობით, კოდური სახელწოდებით „The Brown Box“.) და გაგრძელდა 1977 წლამდე, როდესაც პონგის მაგვარი კონსოლების მწარმოებლებმა დატოვეს სათამაშო ბაზარი, რის მიზეზადაც იქცა 1977 წლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისი და მიკროპროცესორზე დაფუძნებული კონსოლების გამოჩენა. იაპონიაში პირველი თაობის ხანა ცოტა მოგვიანებით, 1980 წელს დასრულდა.

პირველი სათამაშო კონსოლის Magnavox-ის შემუშავებაში დიდი წვლილილი მიუძღვის რალფ ბაერს. Magnovox-მა საფუძველი ჩაუყარა ბაზარზე სხვადასხვა სახის სათამაშო კონსოლების გამოჩენას: Binatone TV Master (Binatone), TV Tennis Electrotennis (Epoch Co.), Telstar-ის სერია (Coleco) და Color TV-Game (Nintendo) — ეს უკანასკნელი ითვლება პირველი თაობის ყველაზე პოპულარულ კონსოლად, 3 მილიონი გაყიდული ეგზემპლიარით. ამას გარდა იქმნებოდა არკადული ავტომატის, Pong-ის მაგვარი კონსოლები, ვიდეო თამაშების ისტორიაში ცნობილია პონგის კლონების სახელით

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პონგის არკადული ვერსია

ინჟინერმა რალფ ბაერმა ინტერაქტიულ ტელემაუწყბლობაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1951 წელს ჩაიფიქრა, როდესაც ქმნიდა ტელევიზორს Loral Corporation-ისთვის. მან თავისი იდეა 1966 წელს Sandres Associates-ში მუშაობისას განავითარა. ბაერმა შექმნა მარტივი ვიდეო თამაში Chase — ორი მოთამაშისთვის, რომელიც გამოიყენებდა ჩვეულებრივ ტელევიზორს გამოსახულების მისაღებად. მას შემდეგ რაც ბაერმა თამაში წარუდგინა კომპანიის დირექტორს, ჰერბერტ კამპანს, პროექტს გამოეყო გარკვეული დაფინანსება და ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. 1967 წელს ბილ ჰარისონმა შექმნა სინათლის პისტოლეტი,[1] რომელიც ასრულებდა კონტროლერის ფუნქციას და იმართებოდა მოთამაშისგან.

ბილ რუში პერსონალს შემოუერთდა პროექტის დასაჩქარებლად და პროექტის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე თამაში, მათ შორის მაგიდის ჩოგბურთი. ამის შედეგად, ბაერს გაუჩნდა იდეა პროდუქტი საკაბელო მაუწყებლებისთვის მიეყიდა. პროტოტიპის დემონტრირება მოუწყვეს კომპანია Teleprompter-ის ვიცე-პრეზიდენტ შლაფს, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი Sanders Associates-თან. საბოლოოდ პროტოტიპის შემუშავება ფინალურ სტადიას მიუახლოვდა და მიენიჭა კოდური სახელწოდება Brown Box.[1] მას გააჩნდა ორი კონტროლერი, სინათლის პისტოლეტი და 16 ერთეული გადამრთველი. 1969 წელს კონტრაქტი გაფორმდა კომპანია Magnovox-თან. Magnavox-მა მასში შეიტანა გარკვეული ცვლილებები და 1972 წელს, პირველი კომერციული სათამაშო კონსოლი, Magnavox Odyssey მოევლინა მსოფლიოს.[1]

BrownBox, Magnavox-ის პროტოტიპი

Magnavox-ის პარალელურად, ამავე წლის 29 ნოემბერს შეიქმნა არკადული სისტემა Pong და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. პონგის წარმატებამ განაპირობა პონგის მაგვარი სახლის კონსოლების წარმოება, ცნობილი პონგის კლონების სახელით. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის იაპონიაში შექმნილი პირველი კონსოლი TV Tennis Electrotennis. ამაჰ მოჰყვა 1975 წელს ბრიტანული კომპანია Binatone-ის მიერ შექმნილი კონსოლის Binatone TV Master-ის გამოსვლა. 1976 საფუძველი ჩაეყარა ამერიკული კომპანია Coleco-ს Telstar-ის სერიის კონსოლების წარმოებას.

როგორც ცნობილია, პირველი თაობის ერა დასრულდა 1977 წელს,[2] თუმცა იაპონიაში იგი 1980 წლამდე გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, 1977 წელს იაპონიაში გამოვიდა კომპანია Nintendo-ს Color TV Game - ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული სისტემა იმ დროში, სამი მილიონი ეგზემპლიარის რაოდენობით.[3]

სახლის სისტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედარებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი Magnavox Odyssey Magnavox Odyssey-ის სერია
(11 კონსოლი)
TV Tennis Electrotennis Home Pong
მწამოებელი Magnavox Magnavox, Philips Epoch Co. Atari, Inc., Sears Tele-Games
სურათი
Odyssey 300
საწყისი ფასი 100 აშშ დოლარი 100–230 აშშ დოლარი 20,000 იაპონური იენი 98.95 აშშ დოლარი
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. აგვისტო, 1972

ევრ 1973
იაპ 1974

ჩრდ.ამ. 1975—1978
იაპ 12 სექტემბერი, 1975
ჩრდ.ამ. დეკემბერი, 1975
მედია ნაბეჭდი პლატა სხვადასხვა ჩაშენებული ჩიპი ჩაშენებული ჩიპი[4]
აქსესუარები არ არის არ არის უსადენო კონტროლერი[2] არ არის
გაყიდვები 330,000[5] არ არის არ არის 150,000[6][7]
სახელი Binatone TV Master Coleco Telstar-ის სერია
(14 მოდელი)
Color TV-Game-ის სერია
(5 კონსოლი)
მწამოებელი Binatone Coleco Nintendo
სურათი
Telstar Colortron

Color TV-Game Block Breaker
საწყისი ფასი 35 გირვანქა სტერლინგი 50 აშშ დოლარი 8300–48,000 იაპონური იენი
გამოშვების თარიღი UK 1975
ჩრდ.ამ. 1976
ჩრდ.ამ. 1976—1977
იაპ 1977—1980
მედია ჩაშენებული ჩიპი ჩაშენებული ჩიპი (უმეტესი მოდელი)
კარტრიჯი (Telstar Arcade, 1977)
ჩაშენებული ჩიპი
აქსესუარები სატრიალა და სინათლის პისტოლეტი არ არის არ არის
გაყიდვები არ არის 1 მილიონი[8] 3 მილიონი[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Atari home PONG systems". Pong-Story. დაარქივებულია 2010-09-13.
  • "Magnavox Odyssey, the first video game system". Pong-Story. 1972-06-27. დაარქივებულია 2012-11-17.
  • Ellis, David (2004). "Dedicated Consoles". Official Price Guide to Classic Video Games. Random House. pp. 33–36. ISBN 0-375-72038-3.
  • Kent, Steven (2001). "Strange Bedfellows". Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. pp. 94–95. ISBN 0-7615-3643-4.
  • Herman, Leonard (1997). Phoenix: the fall & rise of videogames (2nd ed. ed.). Union, NJ: Rolenta Press. p. 20. ISBN 0-9643848-2-5. დაარქივებულია 16 თებერვალი, 2012. "Like Pong, Telstar could only play video tennis but it retailed at an inexpensive $50 that made it attractive to most families that were on a budget. Coleco managed to sell over a million units that year."

დამატებით საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Moore, Michael E.; Novak, Jeannie (2010) Game Industry Career Guide. Delmar: Cengage Learning, გვ. 7. ISBN 1-4283-7647-X. 
  2. 2.0 2.1 Martin Picard, The Foundation of Geemu: A Brief History of Early Japanese video games, International Journal of Computer Game Research, 2013
  3. 3.0 3.1 Sheff, David; Eddy, Andy (1999), Game Over: How Nintendo Conquered the World, GamePress, p. 27, ISBN 978-0-9669617-0-6
  4. Atari home PONG systems. Pong-Story. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2010.
  5. Magnavox Odyssey, the first video game system. Pong-Story (27 ივნისი, 1972). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2012.
  6. Ellis, David (2004). „Dedicated Consoles“, Official Price Guide to Classic Video Games. Random House, გვ. 33–36. ISBN 0-375-72038-3. 
  7. Kent, Steven (2001). „Strange Bedfellows“, Ultimate History of Video Games. Three Rivers Press, გვ. 94–95. ISBN 0-7615-3643-4. 
  8. Herman, Leonard (1997). Phoenix: the fall & rise of videogames, 2nd, Union, NJ: Rolenta Press, გვ. 20. ISBN 0-9643848-2-5. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2012. „Like Pong, Telstar could only play video tennis but it retailed at an inexpensive $50 that made it attractive to most families that were on a budget. Coleco managed to sell over a million units that year.“