ვიდეო თამაშების დიზაინი
| სერიიდან: |
| ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
|---|
|
თემები
|
|
დაკავშირებული
|
ვიდეო თამაშების დიზაინი (ინგლ. Video game design), აგრეთვე გეიმდიზაინი (ინგლ. Game design) — პროცესი, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშის წესებისა და შინაარსის შემუშავებას წინასწარი წარმოების ეტაპზე, ხოლო უშუალოდ წარმოების პროცესი მოიცავს გეიმპლეის, გარემოს, სიუჟეტისა და პერსონაჟების შექმნას. ვიდეო თამაშების დიზაინის ძირითადი ქვედარგებია სამყაროს დიზაინი, დონეების დიზაინი, სისტემური დიზაინი, კონტენტის დიზაინი და მომხმარებლის ინტერფეისის (UI) დიზაინი. ინდუსტრიაში ამ სფეროს ხშირად უბრალოდ „გეიმდიზაინს“ უწოდებენ.
ვიდეო თამაშების დიზაინერი კინორეჟისორის მსგავსად პროექტის საერთო ხედვას განსაზღვრავს და აკონტროლებს როგორც მხატვრულ, ისე ტექნიკურ ელემენტებს ამ ხედვის განსახორციელებლად. თუმცა, რთულ თამაშებში, როგორიცაა MMORPG-ები ან მაღალბიუჯეტიანი ექშენ-თამაშები, დიზაინერების რაოდენობა შესაძლოა ათეულებს აღწევდეს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, არსებობს ერთი ან ორი მთავარი დიზაინერი და რამდენიმე უმცროსი დიზაინერი, რომლებიც თამაშის კონკრეტულ ქვესისტემებზე მუშაობენ. ვიდეო თამაშების ინდუსტრიის განვითარებასთან და წარმოების ალტერნატიული მეთოდების (მაგალითად, Agile) დამკვიდრებასთან ერთად, მთავარი დიზაინერის როლი შეიცვალა: ზოგიერთი კომპანია „ავტორისეულ“ მიდგომაზე აკეთებს აქცენტს, სხვები კი — გუნდურ მუშაობაზე. ისეთ დიდ კომპანიებში, როგორიცაა Electronic Arts, თამაშის თითოეულ ასპექტს (მართვა, დონეების დიზაინი) შესაძლოა ჰყავდეს ცალკე პროდიუსერი, წამყვანი დიზაინერი და რამდენიმე რიგითი დიზაინერი.
ვიდეო თამაშების დიზაინი მოითხოვს როგორც მხატვრულ და ტექნიკურ ცოდნას, ასევე ზოგჯერ წერის ნიჭსაც. ისტორიულად, ხშირად თამაშის პროგრამისტები თავადვე ითავსებდნენ დიზაინერის როლს. ასეთები იყვნენ ცნობილი დიზაინერები: სიდ მეიერი, ჯონ რომერო, კრის სოიერი და უილ რაიტი. ამ მხრივ გამონაკლისი იყო კომპანია Coleco, რომელმაც თავიდანვე გამიჯნა დიზაინისა და პროგრამირების ფუნქციები. თამაშების გართულებასთან და კომპიუტერებისა თუ კონსოლების განვითარებასთან ერთად, გეიმდიზაინერის პროფესია საბოლოოდ გამოეყო წამყვანი პროგრამისტის საქმეს. თამაშები იმდენად კომპლექსური გახდა, რომ საჭირო გახდა სპეციალისტები, რომლებიც მხოლოდ დიზაინის საკითხებზე იმუშავებდნენ. ბევრმა ვეტერანმა დეველოპერმა სწორედ გეიმდიზაინინერობა არჩია, პროგრამირებაზე უარი თქვა და ეს დავალებები სხვებს გადააბარა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Adams, Ernest; Rollings, Andrew (2003) Andrew Rollings and Ernest Adams on game design. New Riders Publishing. ISBN 1-59273-001-9.
- Bates, Bob (2004). Game Design, 2nd, Thomson Course Technology. ISBN 1-59200-493-8.
- Bethke, Erik (2003). Game development and production. Texas: Wordware Publishing, Inc.. ISBN 1-55622-951-8.
- Brathwaite, Brenda; Schreiber, Ian (2009) Challenges for Game Designers. Charles River Media. ISBN 978-1-58450-580-8.
- Moore, Michael E.; Novak, Jeannie (2010) Game Industry Career Guide. Delmar: Cengage Learning. ISBN 978-1-4283-7647-2.
- Oxland, Kevin (2004). Gameplay and design. Addison Wesley. ISBN 0-321-20467-0.
- Salen, Katie; Zimmerman, Eric (2003) Rules of Play: Game Design Fundamentals. MIT Press. ISBN 0-262-24045-9.
- Shahrani, Sam. (April 25, 2006) Educational Feature: A History and Analysis of Level Design in 3D Computer Games. ციტირების თარიღი: 29 March 2010
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Game Development: Harder Than You Think" — Queue
- The Art of Computer Game Design — Amazon.com
- „So You Wanna Be a Game Designer“ — GameSpot
- The Designer საიტზე Wayback Machine (archived January 7, 2008) — Eurocom
- The Philosophy of Game Design (part 1) დაარქივებული 2013-11-05 საიტზე Wayback Machine. — The Escapist
- The Chemistry Of Game Design — Gamasutra
- Daniel Cook: Game Design Theory I Wish I had Known When I Started — ვიდეო YouTube-ზე