ვიდა ტომშიჩევა
| ვიდა ტომშიჩევა | |
|---|---|
| სლოვენ. Vida Tomšič | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 ივნისი, 1913[1] |
| დაბადების ადგილი | ლიუბლიანა[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 10 დეკემბერი, 1998[1] (85 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლიუბლიანა[1] |
| მოქალაქეობა |
იუგოსლავიის სამეფო სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო ცისლეიტანია |
| განათლება | ლიუბლიანის უნივერსიტეტი |
| მეუღლე/ები | Tone Tomšič[1] |
| შვილ(ებ)ი | Miha Tomšič |
| ჯილდოები | People's Hero of Yugoslavia და Order of the People's Hero |
ვიდა ტომშიჩი (სლოვენ. Vida Tomšič, დ. 26 ივნისი, 1913, ლიუბლიანა, ავსტრო-უნგრეთი — გ. 10 დეკემბერი, 1998, ლიუბლიანა, სლოვენია) — იუგოსლავიისა და სლოვენიის პოლიტიკური მოღვაწე, სლოვენიის სახალხო რესპუბლიკის სახალხო შეკრების თავმჯდომარე (1962-1963), იუგოსლავიის სახალხო გმირი (1953).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიდა მოშიჩევა დაიბადა 1913 წლის 26 ივნისს ქალაქ ლუბლიანაში. მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. ვიდა ტომშიჩი დაიბადა ოჯახში, სადაც მამა მასწავლებლად მუშაობდა. ოჯახში ხუთი ბავშვი იზრდებოდა. ტომშიჩმა იურიდიული განათლება ლიუბლიანაში მიიღო და 1941 წელს დაამთავრა სწავლა. სტუდენტობის პერიოდში ჩაერთო მემარცხენე მოძრაობაში და 1934 წელს ოფიციალურად გახდა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი. ამ პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით იგი იმავე წელს დააკავეს და თერთმეტი თვე ციხეში გაატარა.
1937 წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ტონე ტომშიჩი, რომელიც ასევე დაკავებული იყო კომუნისტურ აქტივობებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ვიდა ტომშიჩი გათავისუფლდა ციხიდან, და 1940 წლისთვის იგი უკვე იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად იქნა მიღებული.
1941 წლის დეკემბერში, მეუღლესთან და სხვა ცნობილ კომუნისტებთან ერთად, ოკუპანტმა ძალებმა დააკავეს. 1942 წლის 16 მაისს იტალიურმა სამხედრო სასამართლომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტალიის კაპიტულაციის შემდეგ გადაიყვანეს ანგლო-ამერიკულ ბანაკში ბარის მახლობლად. 1944 წლის იანვარში დაბრუნდა სლოვენიაში და ჩაერთო ანტიფაშისტურ წინააღმდეგობაში.
1945 წლის მაისში გახდა სლოვენიის პირველი მთავრობის სოციალური პოლიტიკის მინისტრი.
1962-1963 წლებში იყო სლოვენიის სახალხო რესპუბლიკის სკუპშჩინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
ვიდა ტომშიჩი ხშირად წარმოადგენდა იუგოსლავიას საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში, ასევე მიუმხრობლობის მოძრაობის (NAM) ფარგლებში. ის არაერთხელ იყო იუგოსლავიის დელეგაციის წევრი გაეროში. 1957 წელს იგი ადა კრივიჩთან და მარა ნაცევასთან ერთად მაღალი დონის დელეგაციის წევრი იყო და შეხვდა ეჟენი კოტონის ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის წარმომადგენლებს.[2] 1979-1985 წლებში იყო ქალთა პროგრესის საერთაშორისო კვლევისა და მომზადების ინსტიტუტის (INSTRAW) საბჭოს წევრი სანტო- დომინგოში,[3] ასევე 1960-1963 და 1971-1974 წლებში წარმოადგენდა იუგოსლავიას გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სოციალური განვითარების კომისიაში, ხოლო 1963 წელს კი კომისიას თავმჯდომარეობდა.[4]
ის არაერთხელ აირჩიეს იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკის სკუპშჩინის (პარლამენტის) წევრად. 1974 წლიდან იყო იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს — სკუპშჩინის პრეზიდიუმის — წევრი.
1978 წლიდან იყო ოჯახის სამართლის პროფესორი ლიუბლიანის უნივერსიტეტში.
ვიდა ტომშიჩის პირველი მეუღლე ტონე ტომშიჩი — სლოვენიის კომუნისტური პარტიის ორგანიზაციული მდივანი, იუგოსლავიის სახალხო გმირი, რომელიც იტალიელმა ოკუპანტებმა 1941 წლის 21 მაისს დახვრიტეს. მეორე მეუღლე — ფრანც ნოვაკი, პარტიზანი ექიმი, გინეკოლოგიის პროფესორი და სლოვენიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mateja Jeraj, “Vida Tomšič” in Francisca de Haan, Krasimira Daskalova, Anna Loutfi (eds), A Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms: Central, Eastern and South Eastern Europe, 19th and 20th Centuries. Budapest: Central European University Press, 2006: 575-579
- Chiara Bonfiglioli, , Dissertation filed at the University of Utrecht,
- Chiara Bonfiglioli, "On Vida Tomšič, Marxist Feminism, and Agency," in Forum - Ten Years After: Communism and Feminism Revisited, edited by Francisca de Haan, Aspasia: The International Yearbook of Central, Eastern, and Southeastern European Women's and Gender History
- «Младост» Београд, 1975. година
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Slovenska biografija — Znanstvenoraziskovalni center Slovenske akademije znanosti in umetnosti. — ISSN 2350-5370
- ↑ Francisca de Haan (2013). Women's Activism: Global Perspectives from the 1890s to the Present. Routledge, გვ. 67. ISBN 978-0-415-53575-5.
- ↑ The Legacy of INSTRAW in Promoting the Rights of Women: A Historical Record of the Institute between 1976 and 2010 დაარქივებული 2016-05-08 საიტზე Wayback Machine. . UN Women's Training Center
- ↑ Jain, Devaki (2005) Women, Development, and the UN a Sixty-Year Quest for Equality and Justice. Bloomington: Indiana University Press, გვ. 84. ISBN 9780253346971.