ვია თეატრონი
იერსახე
| თეატრონი | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| ჟანრ(ებ)ი |
როკ-მუსიკა ფოლკ-როკი ფიუჟენი პოპ-როკი |
| ლეიბლ(ებ)ი | მელოდია |
| წევრები |
მერაბ სეფაშვილი გია მაჭარაშვილი ზურაბ კობეშავიძე თემურ ყვითელაშვილი |
თეატრონი — ოთხმოციანი წლების ქართული მუსიკალური როკ-ჯგუფი.
ჯგუფი ოთხმოციანი წლების დასაწყისში, რადიო-ტელევიზიაში შეიქმნა, მისი წევრები იყვნენ: მერაბ სეფაშვილი, გია მაჭარაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, მიხეილ ფოფხაძე და თემურ ნიკოლაიშვილი. 1983 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ალბომი „გაუფრთხილდით სიყვარულს“, ფირფიტაზე შემსრულებლად საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი იყო მითითებული.
1985 წლიდან ჯგუფმა გადაინაცვლა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მისი შემადგენლობა გაიზარდა და დაემატნენ მუსიკოსები: თემურ ყვითელაშვილი, ნოდარ ექვთიმიშვილი და მერაბ გუდაძე. სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა ჯგუფს თეატრონი.