ვიაჩესლავ ეშბა
იერსახე
ვიაჩესლავ ახმეტის ძე ეშბა (დ. 13 მარტი, 1949, დურიფში, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 აგვისტო, 2023) — აფხაზი მფრინავი, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური მოხელე.
დაამთავრა იეგორიევის საავიაციო-ტექნიკური სასწავლებელი (1970), კრემენჩუგის საფრენოსნო სასწავლებელი (1973), ლენინგრადის სამოქალაქო ავიაციის აკადემია (1983). მუშაობდა მფრინავად სამოქალაქო ავიაციაში. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993) სეპარატისტული ძალების მხარეზე. 1993-2009 წლებში იყო ე. წ. აფხაზეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, იმავდროულად, 2003-2004 წლებში — დე-ფაქტო რეჟიმის თავდაცვის მინისტრი, 2009 წლიდან — სოხუმის აეროპორტის გენერალური დირექტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- В Абхазии умер летчик Вячеслав Эшба, ТАСС, 26 августа 2023.