შინაარსზე გადასვლა

ვიანდენის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიანდენის სასახლე

ვიანდენის სასახლე (ფრანგ. Château de Vianden, გერმ. Burg Vianden, ლუქს. Buerg Veianen) — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე რაინის დასავლეთში. მდებარეობს ვიანდენში ჩრდილოეთ ლუქსემბურგში. ციხესიმაგრის აგება თარიღდება X საუკუნით, ის აგებულია XI-დან XIV საუკუნემდე რომანული სტილით. გოთიკური ტრანსფორმაცია და მორთულობები მას დაემატა ამ პერიოდის დასასრულს. რენესანსული სასახლე მას დაემატა XVII საუკუნეში, მაგრამ ამის შემდეგ სასახლე ნანგრევებად იქცა. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ის სრულად აღადგინეს და მნახველთათვისაც გახსნეს.[1]

კლდოვან მწვერვალზე ციხე დგას 310 მეტრზე, ის გამოარჩევს ქალაქ ვიანდენს და გადაჰყურებს მდინარეს დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლიდან. ციხესიმაგრე და მასზე დაქვემდებარებული შენობები გადაჭიმულია 90 მეტრ სიგრძეზე.[2]

ციხესიმაგრე აშენდა ძველი რომაული კასლეტუმის ტერიტორიაზე. ციხესიმაგრის სარდაფი, როგორც ჩანს, კაროლინგების თავშესაფარს წარმოადგენდა. ისტორიულად ვაანდენეს პირველი გრაფი ნახსენებია 1090 წელს. ციხესიმაგრე XV საუკუნემდე იყო ვიანდენის გავლენიანი გრაფების ადგილსამყოფელი.

1100 მეტრზე ნაშენები სამზარულო, სამლოცველო და საცხოვრებელი ოთახები მოწმობენ იმას, რომ იმ დროს არისტოკრატთა ოჯახი ცხოვრობდა ციხესიმაგრეში. XII საუკუნის პირველ ნახევარში მას დაემატა ახალი საცხოვრებელი კოშკი და პრესტიჟული დიაგონალური სამლოცველო, თავად ციხესიმაგრე კი გააფართოვეს. XIII საუკუნის დასაწყისში აშენდა ორ სართულიანი სასახლე დაახლოებით 10-13 მეტრი სიმაღლის მდიდრული გალერეით, რომელიც სამლოცველოს უკავშირდებოდა. ეს დამატებები აჩვენებს იმას, თუ, როგორ სურდათ ვიანდენის გრაფებს კონკურენცია გაეწიათ ლუქსემბურგის გრაფებისთვის. ბოლო და უდიდესი ცვლილება მოხდა XIII საუკუნის შუა რიცხვებში, როდესაც მთლიანი ციხესიმაგრე მოერგო გოთიკურ სტილს. საბოლოოდ 1621 წელს ნასაუს სასახლე საბანკეტო დარბაზითა და საძინებელი ოთახით ააშენა პრინცმა მაურიკემ ნარინჯისფერი-ნასაუ-ვიანდენი რენესანსულ სტილში, აღადგინა დაზიანებული XI საუკუნის ფლიგელი.[3]

XVI საუკუნეში ციხესიმაგრე მიტოვებული იყო ვიანდენის გრაფების მიერ, რომელთაც მოიხვეჭეს დამატებითი ტიტული ნასაუ-ორენჯის სახლის ელიზაბეტის შემდეგ, რომელიც იყო ვიანდენის მმართველის ჰენრი II-ს შვილიშვილი. ელიზაბეტმა გადასცა ვიანდენი და მისი ციხესიმაგრე ბიძაშვილს, ნასაუს გრაფ ენგელბერტს. ამან საფუძველი დაუდო გრძელ გაერთიანებას ვიანდენსა და ნასაუს სახლებს შორის. 1564 წელს ჩუმმა ვილიამმა, ორენჯის პრინცმა, ნასაუსა და ვიანდენის გრაფმა გამოიჩნა ინიციატივა ვიანდენში, სადაც მან ააგო ლუქსენბურგში პირველი ბრძმედი, მაგრამ 1566 წელს დატოვა ის რათა ეხელმძღვანელა ნიდერლანდების აჯაყებისთვის ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს წინააღმდეგ. შედეგად ფილიპე II-მ მოახდინა ციხესიმაგრის კონფისკაცია და გადასცა პიტერ ერნსტ ფონ მანსფელდს ლუქსემბურგის გუბერნატორს.[4]

1820 წელს მეფე ვილიამ I-მა ციხესიმაგრე მიყიდა ვენცელ კოსტერს, ოლდერმენს (გრაფი) 3200 ფლორინად. კოლტერმა დაიწყო შენობის ნგრევა, გაყიდა სახურავის კრამიტები, ხის პანელი, კარებები და ფანჯრები ნაწილ-ნაწილ. მალევე ციხესიმაგრე მთლიანად განადგურდა.[4]

ვიანდენის ციხესიმაგრის ნანგრევები, ნიკოლას ლიცის ნახატი (1834)

აღშფოთებულები იყვნენ ციხესიმაგრის ასეთი მოპყრობით, ამიტომ 1827 წელს მეფემ და ვიანდენის გრაფმა 1100 ფლორინად გამოისყიდეს განადგურებული ციხესიმაგრე იმ იმედით, რომ დაიწყებდნენ მის რესტავრაციას. სამწუხაროდ მისი დრო წაიღო 1330 წლის ბელგიის რევოლუციამ და 1851 წლამდე ციხესიმაგრე დარჩა აღუდგენელი მანამ, სანამ ნიდერლანდების პრინცმა ჰენრიმ თავისი ხარჯებით არ ჩაუტარა რეკონსტრუქცია სამლოცველოს, რომელსაც უფრო დაბალი სახურავი დაადგა. 1890 წელს, როდესაც ნასაუ-ვეილბურგის ადოლფი გახდა ლუქსემბურგის დიდი გრაფი, მან ბობო ედჰარდტს, გერმანელ სპეციალისტს დაავალა ციხესიმაგრის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ადლოფმა შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მოხდენა, მის სამუშაოს ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წლის 19 ნოემბრის ვიანდენის ბრძოლაში ციხესიმაგრე მარჯვედ იცავდა ლუქსემბურგელ ანტი-ნაცისტურ წევრებს ვაფენ-SS-ისგან და დაამტკიცა, რომ ჰქონდა სამხედრო ღირებულება თანამედროვე საერთაშორისო ომის პირობებშიც კი.

1962 წელს მოხდა ციხესიმაგრის რეკონსტრუქციის განხილვა, შედეგად აღადგინეს იარაღის საწყობი. შემდგომ პროცესს ხელი შეუშალა განხილვებმა ციხესიმაგრის მფლობელობაზე. მხოლოდ მას შემდეგ, როცა დიდმა გრაფმა დუკემ ციხესიმაგრე გადასცა სახელმწიფოს 1977 წელს მუშაობა გაგრძელდა. 1978 წელს ყურადღება გადაიტანეს კედლებისა დაა სახურავის აღდგენაზე. 1979 წელს სამლოცველოს სახურავიც განაახლეს და დაუბრუნეს მას თავდაპირველი გოთიკური სტილი, რომელიც ელვისგან გაჩენილი ცეცხლით დაიწვა 1667 წელს. თეთრი კოშკი გაამაყრეს და გაუკეთეს კონუსური სახურავი. საბოლოოდ, ნასაუს სასახლის შემდეგ 1981-1982 წლებში მთლიანად აღადგინეს ციხესიმაგრე, დიდი ძალისხმევა ჩადეს, შეძლებისდაგვარად სიზუსტიდ აღედგინათ ყველაფერი. ეს სამუშაო დასრულდა 1990 წელს.

ციხესიმაგრე დღესდღეობით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ციხესიმაგრე დამთვალიერებლისთვის ღიაა. მარტსა და ოქტომბერში ის იკეტება საღამოს 5 საათზე, ხოლო ზაფხულის თვეებში 6 საათზე. საექსკურსიო ტურებიც ხელმისაწვდომია.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Evy Friedrich, "Burgen und Schlösser", Editions Guy Binsfeld, Luxembourg. ISBN 3-88957-033-X.
  2. "Château fort de Vianden", Service des Sites et Monuments Nationaux". (ფრანგული) Retrieved 15 April 2011.
  3. Gaby Frantzen-Heger, "Castle-Palace of Vianden", Les Amis du château de Vianden, Vianden, 1998. ISBN 2-9599955-2-X.
  4. 4.0 4.1 Jean Milmeister, "Vianden, Cité médiévale", Editions Guy Binsfeld, Luxembourg 1984. ISBN 3-88957-036-4.
  5. "Vianden Castle" დაარქივებული 2019-10-22 საიტზე Wayback Machine. , Association des châteaux luxembourgeois. Retrieved 15 April 2011.