ვეჯინის ჯანიაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის ჯანიაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის აღმოსავლეთით, 7 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლები 1,5-1,8 მეტრი სიმაღლისაა.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი, მოზრდილი, თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვით. ერთადერთი შესასვლ დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატული ფორმისაა, აღმოსავლეთიდან მას ერთვის ღრმა, ნალისებრი აფსიდი, რომელშიც ღერძზე შემორჩენილია სარკმლის ძირის ნაწილი. აფისიდის ჩრდილოეთ გვერდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]