ვეჯინის პირველი ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის პირველი ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტ, სოფელ ვეჯინის დასავლეთით 1 კმილომეტრზე, ბაქსის ხეობის მარცხენა შემაღლებულ ნაპირზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგებობა მთის ფერდობშია შეჭრილი (სიგრძე 4 მეტრი სიგრძის დადგენა გაწმენდის გარეშე არ ხდებოდა). ნაშენია დიდი ზომის რიყის ქვით და კირის ხსნარით. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი ნატეხი ქვით. წყობა ილეგურალურია. ტლანქი. შიგნითა კედლები შებათქაშებული ყოფილა. ძლიერაა დაზიანებული: შემორჩენილია დასავლეთისა და ჩრდილოეთ კედლების ნაწილები (სიმაღლე 1.5-2 მეტრი) დანარჩენი ნაწილი კი მიწითაა დაფარული. შენობას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. დასავლეთ კედლის კიდეებში თითო სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერში ზედაპირულად შეგროვდა, როგორც მოჭიქული ისე მოუჭიქავი თიხის ჭურჭლისა და ღარისებრი კრამიტის ნატეხრები. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]