ვეჯინის მესამე გვირაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის მესამე გვირაბი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით 2 კილომეტრზე, ვეჯინის ციხის ჩრდილოეთით 300 მეტრზე კოდისხევის მარჯვენა შემაღლებულ ნაპირზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. გვირაბი აღმოაჩინეს 2008 წელს. გვირაბი ნაშენია მსხვილი რიყის ქვითა და დუღაბით. გადახურულია ბრტყლად ფიქლის მოზრდილი ფილებით. გვირაბის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწითა და ქვა-ღორღითაა ამოვსებული. შესასვლელი (1.3x1.7 მეტრზე) სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. შიგნიდან ქვის დიდი ფილით თარაზულადაა გადახურული. გვირაბს აღმოსავლეთით და დასავლეთით განშტოებები აქვს, რომლებიც ჩაკეტილია. ჩრდილოეთით კი თაღოვანი ღიობით უერთდება პატარა ოთხკუთხა მოხაზულობის (6X2 მეტრზე) სათავსოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]