ვეჯინის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეჯინის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტ, სოფელ ვეჯინის სამხრეთ-დასავლეთის. განაპირას კეჭის უბანში, სასაფლაოზე. განეკუთვნება XVII საუკუნეს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზეულია, მაგრამ გარეგანი ფორმებით სამნავიან ბაზილიკას წააგავს. გრძივ ფასადებზე კედლის ქვედა ნაწილი, ზედას მიმართ, რამდენამდე წინწამოწეულია (დაახლოებით 70-80 სმანტიმეტრით) და ცალფერდა სახურავითაა დახურებული. რის გამოც ფასადებს ბაზილიკური პროფილი აქვთ. ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შენობის გეგმის სწორკუთეხდში (13.6 х 9.8 მეტრი). ჩაწერილია ვრცელი დარბაზი და საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც დარბაზისგან წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღითაა გამოყოფილი ეკლესიას ორი განიერი და მაღალი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ჩრდილოეთ კარი კედლის დასავლეთ ნაწილშია, დასავლეთისა - შუაში. ორივე კარი შეისრულთაღოვანია.

აფსიდის შუაში განიერი და მაღალი, ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს, კედლის სიღრმეში, მოწყობილია წრიული გეგმის (დიამეტრი - 1.5 მეტრი) თითო უსარკმლო სათავსი - სამკვეთლო და სადიაკენე. რომლებიც თაღოვანი კარით უკავშირდება საკურთხეველს. კარი საკურთხევლის იატაკიდან 0.5 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი. ჩრდილოეთ სათავის გადახურვაში სამალავში ასაძრომი ხვრელია. აფსიდის გვერდის ბოლოებში სხვადასხვა ზომის ორ-ორი სწორკუთხანიშაა.

დარბაზის სივრცე ორი მძლავრი პილასტრითა და მათზე დაყდრნობილი შეისრული საბჯენი თაღით, ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. შეისრული ფორმისაა კამარაც. პილასტრების გვერდებზე შეღრმავებული უბეებია. შეისრული თაღით დასრულებული.

საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდე ოთხი თაღოვანი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი სამხრეთ კლდეშია ხოლო თითო-თითო - დასავლეთ. და ჩრდილოეთ კედლებში. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის იატაკი კვადრატული აგურით ყოფილა მოგებული (შემორჩენილია ფრაგმენტები).

გარედან აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობა მხატვრულ ეფექტს იძლევა. სარკმლებს ირგვლივ შემოვლებული აქვს ლეკალური აგურით გამოყვანილი ლილვი. რომელიც სარკმლებს ქვემოთ მოწყობილ ვიწრო თაროზეა დაყრდნობილი. ლილვითაა შემოფარგლური ორივე შესასვლელიც. აღმოსავლეთ ფასადებზე სარკმლის ორივე მხარეს, აგურის წყობით თითო ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ხოლო ზემოთ, ფრონტის არეში-დაგრძელებულმკლავებიანი ჯვარი. რომლის განივი მკლავების ქვემოთ კინქის თავზე არსებული სამალავის წრიული სარკმლებია. ისინი ლეკალური აგურის ვარდულებითაა შემკული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის გვერდებზე თითო ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებაა - წაწვეტებულ ბოლოებიანი მკლავებით. კარის ზემოთ განიერი და მაღალი სარკმელია. რომლის ზემოთ. ფრონტის წვერთან, პატარა რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა.

ეკლესიის გრძივი ფასადები გაფორმებით ერთმანეთის მსგავსია, მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ფასადისაგან განსხვავებით, სარკმლის ნაცვლად კარია გაჭრილი. ორივე ფასადის. აღმოსავლეთ ნაწილში შესაბამისად გაფორმებული თითო ცრუ სარკმელია. დასავლეთ ნაწილში კი - ორი შეღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით. ადრე დასავლეთ ფრონტზე დაგმული ყოფილა აგურის სამრეკლო. რომლის საფუძველიღა იყო შემორჩენილი.

2005 - 2006 წელბში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. მთლიანად შეილესა ინტერიერი და დაიგო აგურის იატაკი; მოიხსნა სამრეკლოს შემორჩენილი საფუძველი; აღდგენილი იქნა ლავგარდნისა და კედლების აქა-იქ ჩამოშლილი ნაწილები. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]