ვეშაპისმაგვარი დელფინი
ვეშაპისმაგვარი დელფინი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lissodelphis | ||||||||||||||
არეალი | ||||||||||||||
![]() |
ვეშაპისმაგვარი დელფინი (ლათ. Lissodelphis) — ძუძუმწოვრების გვარი დელფინისებრთა ოჯახისა. აქვთ წვრილი და წაგრძელებული სხეული, უფარფლო ზურგი, მკერდის ფარფლები პატარა და ნამგლისებრი. იკვებებიან თავფეხიანებით და თევზებით. ცნობილია ორი სახეობა: ჩრდილოური ვეშაპისებრი ზვიგენი (Lissodelphis borealis), რომლის სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდეა, ხოლო წონა 70 კგ-მდე. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კურილის კუნძულებთან; სამხრეთული ვეშაპისებრი ზვიგენი (Lissodelphis peroni), რომლის სხეულის სიგრძეა 2,5 მ, ხოლო წონა 60 კგ-მდე. გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის წყლებში ანტარქტიკამდე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 389, თბ., 1979 წელი.