ვექსილაცია
ვექსილაცია (ლათ. vexillatio სიტყვიდან vexillum — „დროშა“, „ალამი“, „შტანდარტი“) — ლეგიონის მცირე, განსაკუთრებული დაჯგუფება, კოჰორტაზე და ნუმერზე იშვიათად გამოიყოფოდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, როდესაც თავად ლეგიონი სხვა დავალებას ასრულებდა, ანდაც საგარნიზონო ან საპატრულო სამსახურში იდგა.
დავალების შესრულების შემდეგ ვექსილაციას ითხოვდნენ და თავ-თავიანთ ქვედანაყოფებს უერთებდნენ. ვექსილაციის შექმნამ იმპერიის ადრეულ სტადიაზე, სავარაუდოდ, რომის არმიას დიდი სტრუქტურული მოქნილობა შესძინა, მაგრამ 235-დან 290-მდე ვექსილაციას იმდენად ხშირად მიმართავდნენ საზღვრიდან საზღვრებზე გადასასროლად, რომ ქვედანაყოფის შიდა შემადგენლობა ერთმანეთში აიარია, ამის შედეგად დიოკლეტიანე სამხედრო რეფორმის დროს იძულებული გახდა განცალკევებული ნაწილები — მუდმივად დაბინავებული სასაზღვრო ნაწილები და მობილური საჯარისო დანაყოფები შეექმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- R.E. Dupuy and T.N. Dupuy, The Encyclopedia Of Military History: From 3500 B.C. To The Present. (2nd Revised Edition 1986), pp 147-148.
- Pat Southern and Karen Dixon, The Late Roman Army (1996), chapter 2. ISBN 0-415-22296-6