ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია — დაარსდა 1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან. ამზადებს შოთა რუსთაველის პოემის აკადემიურ გამოცემას 10 ტომად. გამოცემა მოიცავს ძირითად და ჩანართ-დანართ ტექსტს ვარიანტებითა და ტექსტოლოგიური შენიშვნებით, ლექსიკონსა და კომენტარებს. მთავარი რედაქციის სხდომათა ოქმები იბეჭდება 1974 წლიდან (ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია). აქვს ქართული ენის ლექსიკის ამსახველი მდიდარი კარტოთეკა (3 მილიონზე მეტი ბარათი). გამოცემულ შრომათაგან აღსანიშნავია: შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი (რედ. გ. წერეთელი და ი. აბაშიძე), 1966; ს. ცაიშვილი, ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია, ტ. 1, 1970; მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში (გ. წერეთლის რედ.), 1973.

კომისიის თავმჯდომარე იყო ი. აბაშიძე, მთავარი რედაქტორი — 1973 წლამდე აკად. გ. წერეთელი, 1973-1994 აკად. ა. ბარამიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]