ვეფხია ჯიშკარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეფხია ჯიშკარიანი (დ. 20 მაისი, 1968, საწულუკიძეო — გ. 11 აგვისტო, 2008, შინდისი) — ქართველი სამხედრო პირი. საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი, კაპიტანი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992 წლიდან, ხოლო სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან კონტრაქტით. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს შინდისთან. ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შინდისის გმირი“. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]