ვესტეროლენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვსტეროლენის მდებარეობა
რეკას მთა, სორტლანი

ვესტეროლენი (ნორვ.Vesterålen ) — ლოფოტენის კუნძულების ჩრდილოეთით მდებარე ნორვეგიის ფიულკე-ნურლანში შემავალი რაიონია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტეროლენი ლოფოტენის კუნძულებს ბორნით უკავშირდება, მაგრამ მატერიკთან დასაკავშირებლად ბორანი არაა საჭირო. ვესტეროლენი შედგება ანდიოიას, ბიოს, ჰადსელის, სორტლანისა და ეკსნეს მუნიციპალიტეტებისგან. ვესტეროლენის ლანდშაფტი მთიანია, თუმცა ლოფოტენის კუნძულების მთებისაგან განსხვავებით, ვესტეროლენის მთებს მომრგვლო ფორმისაა. ქალაქები და სოფლები განლაგებულია სანაპიროზე(Strandflaten) მთებსა და ფიორდებს შორის. ვესტეროლში რამდენიმე ტბაა, მაგ. ალსვოგვატნეტი. რაიონში არის მიოისალენის ეროვნული პარკი სტოკმარკნესში (ჰადსელი) საშუალო ტემპერატურა იანვარში 1.8 °C-ია, ხოლო ივლისში - 12.3 °C, საშუალო წლიური ტემპერატურა 4.3 °C-ია და 1220 მმ ნალექები შემოდგომაზე(ყველაზე წვიმიანი პერიოდი).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ვესტეროლენის მოსახლეობა 30 648 ადამიანისაგან შედგებოდა. ყველაზე დიდი ქალაქი სორტლანია, მაგრამ რეგიონული საავადმყოფო მეზობელ სტოკმარკნესშია ჰადსელის მუნიციპალიტეტში. ვესტეპოლენში ორი რეგიონული აეროპორტია: სტოკმარკნესის აეროპორტი სკაგენი მცირე თვითმფრინავებისათვის და ანდიოიას აეროპორტი ანდენეს. ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალების საზღვაო პატრულის Lockheed P-3 Orion ტიპის თვითმფრინავების ბაზირების ადგილი ანდიოიას აეროდრომია, სადაც ასევე განლაგებულია სარაკეტო ბაზა. სორტლანდში განლაგებულის ნორვეგიის სანაპირო დაცვის ჩრდილოეთის ბაზა(Kystvaktskvadron Nord).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]