ვესტას ტაძარი
| ვესტას ტაძარი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
|
![]() | |
ვესტას ტაძარი (ლათ. Aedes Vestae; იტალ. Tempio di Vesta) — უძველესი ნაგებობა რომში, იტალიაში. მდებარეობს რომაულ ფორუმში, რეჯიასთან და ვესტალური ქალწულების სახლთან. ვესტას ტაძარში განთავსებული იყო ვესტას წმინდა ცეცხლი, რომელიც რომის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სიმბოლო იყო. [1] ტაძარს წრიული ფორმა აქვს, რაც მას თოლოსად აქცევს. რადგანაც, ვესტას თაყვანისცემა დაიწყო კერძო სახლებში, ტაძრის არქიტექტურაც პატივს სცემს ადრეული რომაული სახლების აგებულებას. ტაძრის ამჟამინდელი, დანგრეული ფორმა იყენებს ბერძნული არქიტექტურის ელემენტებს, კორინთული სვეტებითა და მარმარილოთი. წმინდა კერა განლაგებული იყო ცენტრალურ ნაოსში შემორჩენილი სტრუქტურა მიუთითებს იმაზე, რომ თხუთმეტი მეტრის დიამეტრის პოდიუმზე აგებული იყო ოცი კორინთული სვეტი. სახურავს, სავარაუდოდ, წვერზე ჰქონდა ხვრელი, კვამლის გამოსასვლელად.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვესტას პირველი ტაძარი ააგო ნუმა პომპილიუსმა, რომის სამეფოს მეორე მეფემ. მან ასევე ააგო ორიგინალური რეჯია (მეფის სახლი) და ვესტალების ქალწულთა სახლი, და დააარსა ვესტალ ქალწულთა სასულიერო წოდება. თავიდან ვესტალები მხოლოდ ორი, ხოლო რესპუბლიკის დასასრულისთვის ექვსი იყო. [3] ვესტა იყო რომის საცხოვრებლების ღვთაება. რომაელები ფიქრობდნენ, რომ მისი წმინდა ცეცხლი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალაქის ბედთან და რომ მისი ჩაქრობა რომისთვის მოახლოებულ კატასტროფას გულისხმობდა. [4] ტაძარი ცნობილი იყო როგორც სალოცავი (ლათინურად აედესი).
აედესი და ვესტალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვესტას ტაძარს ექვსი ვესტალური ქალწული ემსახურებოდა, რომლებიც 6-დან 10 წლამდე ასაკში იყვნენ მიღებულნი, თავისუფლად დაბადებულნი, ან ტრადიციულად, არისტოკრატიული ოჯახებიდან. [5] ისინი უარყოფდნენ ყველა იურიდიულ კავშირს თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახთან და ექვემდებარებოდნენ პონტიფექს მაქსიმუსის, რომის მთავარი მღვდლის ხელმძღვანელობას. ვესტალთა ფიცი, რომელიც 30 წლის განმავლობაში უნდა შეენარჩუნებინათ, განასხვავებდა მათ სხვა რომაელი ქალებისგან. სიწმინდე ქორწინებამდე რომში მართებულად ითვლებოდა, ხანგრძლივი უქორწინებლობის პრობლემა არ იყო, რადგან ქალები ჩვეულებრივ ქორწინებასა და შვილების გაჩენას ელოდებოდნენ თავიანთი ქმრებისთვის. [6]
ვესტალი, რომელიც არღვევდა თავის უქორწინებლობის აღთქმას, სასულიერო მსახურების დროს, არღვევდა რომსა და მის ღმერთებს შორის ურთიერთობას. რომაელები ფიქრობდნენ, რომ ეს გამოიწვევდა კატასტროფას, როგორიცაა ეპიდემია, სოციალური დარღვევა ან სამხედრო მარცხი. [6]
მცირე დარღვევებისთვის, ვესტალები შეიძლებოდა ჩამოშორებოდნენ პოზიციას. უქორწინებლობის აღთქმის დარღვევისთვის, ვესტალი შეიძლება მოხვედრილიყო ცოცხლად დაკრძალვაზე მიწისქვეშა გამოქვაბულში, ცოტა საკვებითა და წყლით, და დარჩენილიყო კიდეც სიკვდილამდე. [5] თუ კატასტროფა მოხდებოდა, ნებისმიერი ფორმით, ვესტალები, რომლებიც არ იყვნენ სრულყოფილები დამოკიდებულებით, ზნეობით ან ქცევით, შეიძლება დაედანაშაულებინათ იმაში, რომ ფარულად არღვევდნენ თავიანთ აღთქმას და ამით იწვევდნენ კატასტროფას. მაგალითად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 114 წელს, ცხენოსნების ოჯახის ქალწული, სახელად ჰელვია, დაიღუპა ცხენზე ელვის დარტყმით. მისი სიკვდილი განიმარტა როგორც ნიშანი, ვესტალების ერთი ან რამდენიმე ქალწულის პოტენციურად საშიში აღთქმის დარღვევის მტკიცებულებად; გამოძიების შემდეგ, სამი ვესტალური ქალწული დასაჯეს სიკვდილით უკანონობისთვის, ყველაზე უმნიშვნელო მტკიცებულებებით. [6][7]
ვესტალების დარღვევები და მათი დასჯა ძალიან იშვიათი იყო. პატივისცემა და სოციალური პრივილეგიები, რომლებიც მათ პოზიციას მოჰყვებოდა, უხვი პენსია და რომაული ქორწინებისთვის დაკავშირებული მოვალეობების სრული არარსებობა, ხელს უწყობდა ბევრს, დარჩენილიყო სასულიერო წოდებაში თავიანთი მსახურების ოფიციალური დასრულების შემდეგ. [8][9]
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვესტას ტაძარი უნიკალური იყო თავისი დიზაინით, რადგან იყო წრიული, განსხვავებით მრავალი სხვა ტაძრისაგან, რომლებიც მართკუთხა იყო. ვესტას ტაძრების წრიული ფორმა დაფუძნებული იყო პრიმიტიულ წრიულ ქოხზე.[10] ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ვესტას ტაძრის წრიული ფორმა სიმბოლურად გამოხატავდა დედამიწას, ხოლო წაწვეტებული სახურავი-სამოთხეს. [10] ვესტას ყველა ტაძარი იყო წრიული და ჰქონდა შესასვლელები აღმოსავლეთისკენ, ცეცხლსა და მზეს შორის კავშირის გასაძლიერებლად. ვესტას ტაძარი წარმოადგენს ძველი რელიგიური აქტივობის ადგილს, რაც თარიღდება ძვ.წ VII საუკუნით.[3] არქეოლოგებმა დაადგინეს რომ ვესტას ტაძარი აშენებული იყო წრიული ფუძის საფუძველზე. ტაძრის გარშემო იყო ოცდაათი ფლუტირებული სვეტი. თითოეული სვეტი იყო 0.52 მ. დიამეტრის, ბაზა კი 1.6 მ. გარშემოწერილობით. ტაძრის რადიუსი იყო დაახლოებით 6.19 მეტრი. ეს გაზომილი იყო არქიტრავის გარე ხაზიდან ტაძრის შუამდე. შიდა კედელი არის 0.6 მ. სისქის. ტაძარი აგებული იყო მაღალ პლატფორმაზე და ფართო საფეხურები მიდიოდა მის შესასვლელამდე.[2]
ლოკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეს იყო ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა რომაულ ფორუმში, თუმცა მისი საბოლოო სახე წარმოიშვა შემდგომი რეკონსტრუქციების შედეგად. რომაული ტაძრების უმეტესობაში იყო კულტის ქანდაკება, ვესტას ტაძარში იყო ბუხარი და ცეცხლი, რომელიც უწყვეტად იწვოდა დღეს და ღამეს.[10] ტაძარი იყო რომაელი სენატორების სამართლებრივი უნდობლობისა და დოკუმენტების, აგრეთვე კულტის ნივთების (როგორიცაა პალადიუმი, ათენას (რომაული მინერვას) ქანდაკება, რომელიც, როგორც ითვლება, ენეასმა ტროიდან მოიტანა; ქანდაკება ითვლებოდა ძველი რომის იმპერიის ერთ-ერთ ნიშნად) საცავი. ტაძარი დაიხურა IV საუკუნეში, რომაული იმპერიის ბოლოს, ქრისტიანობის დევნის პერიოდში.[10] ვესტას ტაძარი, ვესტალების ატრიუმი (ვესტალების სახლი) და რეჯია წარმოადგენს ვესტას კულტის უძველესი მტკიცებულებებს. ვესტას თავდაპირველი ტაძარი იდგა ფორუმის აღმოსავლეთ ბოლოში, ვესტალების სახლთან და რეჯიასთან ახლოს. ამ შენობათა კომპლექსის მიღმაა საკრალური გზა, რომელიც ზემოთ მიემართებოდა.[11] ეს შენობათა კომპლექსი განადგურდა 64 წელს, დიდი ხანძრის შედეგად; ტაძარი რამდენიმე წლის განმავლობაში აღადგინა ტრაიანემ. კიდევ ერთი რეკონსტრუქცია ჩაატარა იულია დომნამ, სეპტიმიუს სევერუსის მეუღლემ. [2]
ნაგებობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაძარი მრავალიჯერ განადგურდა და აღდგა. ტაძარი პირველად გაანადგურეს გალებმა ძვ. წ. 390 წელს. ტიტუს ლივიუსი აღნიშნავს, რომ გალების მიერ ტაძრის დაწვის შემდეგ, ისინი მალევე დაუბრუნდნენ და აღმოაჩინეს, რომ ვესტალებმა თავიანთი წმინდა ცეცხლი ხელახლა დაანთეს ტაძრის ნანგრევებში. ოვიდიუსის თანახმად, მეორე განადგურება ძვ. წ. 241 წელს, შესაძლოა, ტაძარშივე წარმოშობილმა ცეცხლმა გამოიწვია. ცეცხლის დროს, ვესტალებმა ვეღარ შეძლეს კულტის ობიექტების შეგროვება და ისინი ტაძართან ერთად განადგურდნენ. [10] ლუციუს კეცილიუს მეტელუსი, იმ დროის პონტიფექს მაქსიმუსი, დამწვარ ტაძარში შევიდა პალადიუმის გადასარჩენად. ლუციუს კეცილიუსი დაბრმავდა ცეცხლისგან, და ეს ითვლებოდა ტაძრის ტრადიციის დარღვევის შედეგად, რომელიც კრძალავდა მამაკაცების შესვლას.[3] ცეცხლი კვლავ განაახლდა ძვ. წ. 210 წელს და პირველი საუკუნის დასაწყისში. ტაძარი კვლავ აღდგა ავგუსტუსისა და ნერონის მეფობის დროს. ბოლოს, ის დაიწვა 191 წელს და ბოლოს აღადგინა სეპტიმიუს სევერუსის მეფობის დროს, მისმა მეუღლემ, იულია დომნამ.[3]
წმინდა ცეცხლის ბედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ცეცხლი ბოლოს ჩაქრა 394 წელს, თეოდოსი I-ის მიერ, პაგანების დევნის დროს გვიანი რომის იმპერიაში, ქრისტიანობის აღმავლობის გამო. [12]
ვესტას თანამედროვე ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე რეკონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტას ტაძარი შედარებით მთლიანად შემორჩა რენესანსამდე. თუმცა, 1549 წელს, ტაძარი დაიშალა და მისი მარმარილო გამოიყენეს ეკლესიებისა და პაპის სასახლეების ასაშენებლად. [3] ჩვენი ცოდნის უმეტესი ნაწილი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა თავდაპირველი ვესტას ტაძარი, მომდინარეობს მონეტებიდან და ხელოვნების ნიმუშებიდან. ვესტას ტაძრის გამოსახულება გვხვდება მარმარილოს რელიეფზე, უფიცის გალერეაში, ფლორენციაში, იტალია. [10] თანამედროვე არქეოლოგიური გამოკვლევები ვესტას ტაძრის ადგილზე დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. გამოკვლევა დაიწყო 1877 წელს არქეოლოგ ლანციანის მიერ ვესტას ტაძრის გათხრებით და მისი აღმოჩენების გამოქვეყნებით. გათხრების დროს მან აღმოაჩინა ვესტას ტაძრის მრავალი ნაწილი, მათ შორის, ენტაბლატურისა და ჭერის.[3] გამოკვლევა გაგრძელდა 1898-1900 წლებში, როდესაც ჯაკომო ბონმა, რომის ფორუმის დირექტორმა, დაიწყო გათხრების ახალი რაუნდი. მისი ნაშრომები გამოქვეყნდა 1900 წელს და მოიცავდა ტაძრის საფუძვლის გაზომვებს და სექციებს, ძირითადი არქიტექტურული ელემენტების ფოტოებს, ნახატებსა და შენობის აღდგენილ გეგმას. [3] ბოლოს, 1930-1931 წლებში, ალფონსო ბარტოლიმ აღადგინა ვესტას ტაძრის ნაწილები, რომლებიც დღემდე ჩანს ფორუმში. [3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Henri Thédenat, “ Excavations of the Roman Forum ”, Reports of the sessions of the Academy of Inscriptions and Belles-Lettres, 43rd year , no . 2,1899, p. 134-150
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wright, William Aldis; Bywater, Ingram; Jackson, Henry (5 July 2015) The Journal of Philology. Volume 14. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-1-139-52367-7. OCLC 915339299.
- 1 2 3 Wright, Richard Everett (1999). Vesta : a study on the origin of a goddess and her cultus. Bell & Howell. OCLC 477152057.
- 1 2 3 4 5 6 7 8 Gorski, Gilbert; Packer, James E. (2015) The Roman Forum: A Reconstruction and Architectural Guide. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-19244-6. OCLC 858749352.
- ↑ „Wildfang, Robin Lorsch (2006), Rome's Vestal Virgins, Routledge, ISBN 978-0-415-39795-7“. Reference Reviews. 28 (4): 22–24. 2014-05-13. doi:10.1108/rr-11-2013-0288. ISSN 0950-4125.
- 1 2 Cody, Jane M. (January 1973). „New Evidence for the Republican Aedes Vestae“. American Journal of Archaeology. 77 (1): 43–50. doi:10.2307/503231. JSTOR 503231. S2CID 193103816.
- 1 2 3 DiLuzio, Meghan J. (2016). A Place at the Altar: Priestesses in Republican Rome. Princeton, New Jersey: Princeton University Press, გვ. 146–147. ISBN 978-1-4008-8303-5. OCLC 959609401.
- ↑ Erdkamp, Paul, in "War, Vestal Virgins, and Live Burials in the Roman Republic", editors, M. Dillon and C. Matthews, Religion and Classical Warfare. II: The Roman Republic, Barnsley: Pen & Sword, 2020, p.9
- ↑ Lindner, Molly M., Portraits of the Vestal Virgins, Priestesses of Ancient Rome, University of Michigan Press, Ann Arbour, 2015, p. 34
- ↑ Plutarch, Life of Numa, 10.1, translation, Loeb edition, 1914, available at Bill Thayer's website
- 1 2 3 4 5 Middleton, John Henry (1886). „XV.—The Temple and Atrium of Vesta and the Regia“. Archaeologia. 49 (2): 391–423. doi:10.1017/s0261340900006366. ISSN 0261-3409.
- ↑ Sherlock, David (2011-08-17). „Rome: an Oxford archaeological guide (2nd edn). By Amanda Claridge, with contributions by Judith Toms and Tony Cubberley. Oxford University Press, 2010. ISBN 9780199546831“. The Antiquaries Journal. 91: 354–355. doi:10.1017/s0003581511000230. ISSN 0003-5815. S2CID 162421099.
- ↑ Lanciani, Rodolfo (1897) The Ruins and Excavations of Ancient Rome, 1st, University of Michigan Library, გვ. 224–232.
