ვესტალების სახლი
ვესტალების სახლი | |
---|---|
![]() ვესტალების სახლი რომაულ ფორუმზე | |
მდებარეობა |
![]() |
სტატუსი | დანგრეული |
ისტორია | |
თარიღდება | ძვ. წ. VII ს. |
ვესტალების სახლი ![]() |
ვესტალების სახლი, ცნობილი როგორც ატრიუმ ვესტე (ლათ. Atrium Vestae; იტალ. Casa delle Vestali) — ვესტალ ქალთა საცხოვრებელი, [1] რომელიც მდებარეობდა რომის ფორუმის აღმოსავლეთ კიდეზე, ვესტას ტაძრის უკან, რეგიასა და პალატინის მთას შორის. დომუს პუბლიკა, სადაც პონტიფექს მაქსიმუსი ცხოვრობდა, ატრიუმ ვესტასთან ახლოს მდებარეობდა, სანამ ეს როლი იმპერატორებმა არ შეიათავსეს. [2] აგებულია დაახლოებით ძვ. წ. 700 წლისთვის.[3]
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატრიუმ ვესტე რომის ძველ ფორუმში სამსართულიანი 50 ოთახიანი სასახლე იყო, აშენებული ელეგანტური გახანგრძლივებული ატრიუმის, ეზოს გარშემო, ორმაგი აუზით. უკიდურეს აღმოსავლეთით ღია ნახევრად არქიტექტურული დარბაზი იყო, ნუმა პომპილიუსის, კულტის მითოლოგიური დამაარსებლის ქანდაკებით. [4]
კომპლექსი მდებარეობდა პალატინის ბორცვის კალთასთან, რომელიც იმპერიული დროის განმავლობაში გაგრძელდა, სანამ ყველაფერი რომის დიდი ხანძრის შედეგად 64 წელს არ გაქრა. რეკონსტრუქცია ამ წელს გაკეთდა იმპერატორ ნერონის მიერ. ვესტალების სახლი რამდენჯერმე აშენდა იმპერიის განმავლობაში, მათ შორის 193 წელს, სეპტიმიუს სევერუსის მიერ. ვესტალების კოლეგიის დაშლის შემდეგ, ახ.წ. IV საუკუნის ბოლოს, ვესტალების სახლის ისტორია გაგრძელდა საცხოვრებელი შენობის სახით. აქ იმპერიული და შემდგომ პაპის კარის ოფიციალური პირები ცხოვრობდნენ. ამ პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები მოიცავს 397 ოქროს მონეტის ნაკრებს V საუკუნიდან და კიდევ 830 ანგლო-საქსური მონეტას, IX და X საუკუნეებიდან. ტერიტორია მიატოვეს XI-XII საუკუნეებში.[4] დღეს, ვესტალების სახლში ვესტალების ქანდაკებების ნაშთები გვხვდება. [4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვესტალების სახლის გეგმა, ძვ. წ. 64 წლამდე და ახ. წ. 191 წლის შემდეგ
-
გრაფიკული რეკონსტრუქცია ქრისტიან ჰიულსენის ნახატიდან, „რომის ფორუმი. ისტორია და ძეგლები“, რომი, 1905
-
ფლავია პუბლიციას ქანდაკება
-
ვესტალური ქალწულების ქანდაკებები
-
ვესტალური ქალწულების შემორჩენილი ქანდაკებები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Coarelli, Filippo (1994). Guide archéologique de Rome (Roger Hanoune, trad.) (en francés). Hachette. p. 349. ISBN 978-2-01235-428-9.
- Romanelli, Pietro (1967). Le Forum romain (Olivier Guyon, trad.) (en francés). Roma: Istituto Poligrafico dello Stato. p. 112.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Who were the Vestal Virgins? Lutwyche, J BBC. Archived from the original on 1 October 2012
- ↑ SCOTT, RUSSELL T., Paul Henderson, Charlotte Steffensen, Christina Trier, Lorenzo Costantini, John Giorgi, and A. J. Ammerman. “Excavations in the Area Sacra of Vesta (1987–1996).” Memoirs of the American Academy in Rome. Supplementary Volumes 8 (2009): i–167. http://www.jstor.org/stable/25759485.
- ↑ House of the Vestals, Italy - Rome Tours
- ↑ 4.0 4.1 4.2 Honors 2013.