ვესპასიანეს არმაზის სტელა
![]() | |
მასალა | ქვა |
---|---|
ზომა | 126 x 116[1] |
დამწერლობა | ძველი ბერძნული |
შექმნის თარიღი | ახ. წ. 75 წელი |
აღმოაჩინეს |
1867 არმაზციხე |
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი |
ვესპასიანეს არმაზის სტელა — სტელა ძველი ბერძნული წარწერით, რომელიც აღმოაჩინეს 1867 წელს არმაზციხეში, მცხეთასთან ახლოს, იბერიის სამეფოს უძველეს დედაქალაქში. სტელაზე გაკეთებული წარწერა უკვდავყოფს იმპერატორ ვესპასიანეს მიერ არმაზციხის კედლების გამაგრების ფაქტს.[2][3] გარდა ამისა, წარწერაზე მოხსენიებულია ორი იმპერატორი ტიტუსი და დომიციანე, ასევე იბერიის ორი მეფე მითრიდატე I და ფარსმან I, ასევე უფლისწული ამაზასპი. წარწერა თარიღდება ახ. წ. 75 წლით.[2][4][5] სტელას ზედა ნაწილი დაკარგულია. პროფესორ დევიდ ბრაუნდის მოსაზრებით, დაკარგული ტექსტი ლათინური ან არმაზული დამწერლობით (არამეულის ადგილობრივი ფორმა) უნდა ყოფილიყო შესრულებული.[6] კირილ თუმანოვი ამაზასპს იბერიის მეფე ამაზასპ I-თან აიგივებდა[7], თუმცა ის შეიძლება ყოფილიყო უფლისწული ამაზასპიც, ფარსმან I-ის ვაჟი, რომელიც ცნობილია რომში შექმნილი ამაზასპის ეპიგრაფიდან.
წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, მეშვიდეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, მეთოთხმეტეჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ჳპატოსმა და მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, მეხუთეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ჳპატოსმა და მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ჳპატოსმა და მეოთხედ გამოცხადებულმა, იბერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს.[8]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. ყაუხჩიშვილი ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან (II) "ნარკვევები" IV თბილისი 1998 გვ. 11-14
- თ. ყაუხჩიშვილი ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან "მცხეთა" XI თბილისი 1996
- თინათინ ყაუხჩიშვილი , ბერძნული წარწერები საქართველოში თბილისი 1951 გვ. 234-240
- დევიდ ბრაუნდი საქართველო ანტიკურ ხანაში კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლებში ბათუმი 2014 გვ. 327-329
- Stephen H. Rapp Jr (2014) The Sasanian World through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature
- Ronald Grigor Suny (1994) The Making of the Georgian Nation, Indiana University Press
- Cyril Toumanoff (1969) Chronology of the Early Kings of Iberia, Fordham University
- Giorgi Lomtatidze (1955) Archaeological excavations in an ancient Georgian capital of Mtskheta, Georgian National Academy of Sciences
- Gela Gamkrelidze (2014) Archaeology of Roman period of Georgia