ვერხნემაკეევკის მამათა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერხნემაკეევკის მამათა მონასტერი
ვერხნემაკეევკის მამათა მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვერხნემაკეევკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1894

ვერხნემაკეევკის მამათა მონასტერი (რუს. Мужской монастырь) — მართლმადიდებლური ეკლესია კაშარის რაიონის სლობოდა ვერხნემაკეევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კაშარის რაიონი, სლობოდა ვერხნემაკეევკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ვერხნემაკეევკის მამათა მონასტერი


ვერხნემაკეევკის მამათა მონასტრის დარსების ისტორია სათავეს იღებს XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან. 1763 წელს თანამედროვე სოფლის ტერიტორია იყიდა პოლკოვნიკმა ვასილი ილოვაისკიმ. სოფელმა სახელწოდება მიიღო მისი პაპის - მაკეის პატივისცემის გამო.

სოფლი მაცხოვრებლებმა 1784 წელს დაიწყეს ტაძრის მშენებლობა ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეკლესიის მშენებლობა პოლკოვნიკ ვასილი ილოვაისკის სახსრებით მიდინარეობდა. 1794 წელს ხის ეკლესიის მშენებლობა დასრულდა. ეკლესიაში იყო საკურთხევველი, რომელიც აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეკლესიის მსახურთა რაოდენობა შეადგენდა სამ მღვდელს, ორ დიაკვანსადა ექვს პრიჩეტნიკს. ეკლესიის მართლმადიდებელი მრევლი მოითვლიდა 6 ათას ადამიანს.

1894 წლის 13 აპრილს ხის ეკლესიის საკურთხეველი მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ სამრეკლო, სატრაპეზო და ფუნდამენტი. ამავე წელს მზრუნველთა საბჭომ მიმართა დონის სასულიერო კონსისტერიას თხოვნით დამწვარი ეკლესიის ადგილზე აეშენებინათ ახალი ეკლესია. ეკლესიას უნდა ჰქონოდა ორი საკურთხეველი ერთი ღვთისმშობლის კვართის სახელზე, ხოლო მეორე წმინდა მოწამენის ქრისანთო და დარიას სახელზე. აგებული ხის ეკლესია შემონახულია ჩვენს დრომდე.

XX საუკუნის 30-40-იან წლებში ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენდა იღუმენი პაისი (პავლოვი), რომელიც იყო ეკლესიის წინამძღვარი. 1992-1995 წლებში ეკლესიის წინამძღვარია ალიპი (ფილინი).

სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა 1995 წლიდან. 2003 წელს როსტოვისა და ნოვოცერკასკის მთავარეპისკოპოსის პანტელეიმონის ლოცვა-კურთხევით აშენდა ბერების საცხოვრებელი კორპუსი. 2004 წელს აქ სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის ბრძანებით დაარსდა მამათა მონასტერი.

ვერხნემაკეევკის მამათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ალიპი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]