ვერხველის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერხველის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხველის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია, ნაგებია ზედაპირმოსწორებული დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი, დანარჩენი კედლები 2,5-3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით გეგმით კვადრატული პატარა ნაგებობის ნაშთია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთ კედელში ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]