ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი [1][2]
ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებავერცხლისწყლის(I) ნიტრატი
ქიმიური ფორმულაHg2(NO3)2
მოლური მასა525.19(უწყლო)
561.22(დიჰიდრატი) /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე4.8(დიჰიდრატი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურაიშლება 70 °C-ზე (დიჰიდრატი) °C
ქიმიური თვისებები
ხსნადობა წყალშირეაქციაში შედის /100 მლ
NFPA 704
1
3
1

ვერცხლისწყლის(I) ნიტრატი − არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით Hg2(NO3)2. არის ტოქსიკური და გამოიყენება ვერცხლისწყლის სხვა ერთვალენტიანი ნაერთების მისაღებად. ძირითადად გვხვდება დიჰიდრატის სახით, რომელიც ყვითელი ფერისაა. წყალში მცირედ იხსნება. ხსნადობა უმჯობესდება მცირე რაოდენობით აზოტმჟავის დამატებით. მიიღება ვერცხლისწყლის განზავებულ აზოტმჟავაში გახსნით. კონცენტრირებულ მჟავაში მიიღება ორვალენტიანი ნიტრატი.

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალში გახსნისას მიდის ნელი რეაქცია და წარმოიქმნება ტუტე ნიტრატი. ხსნარს თეთრი ფერი აქვს. რეაქცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

Hg2(NO3)2 + H2O ⇌ Hg2(NO3)(OH) + HNO3

ხსნარის ადუღებით მიიღება ელემენტი ვერცხლისწყალი და ორვალენტიანი ნიტრატი. რეაქცია შექცევადია, რადგან ორვალენტიანი ნიტრატისა და ელემენტის ერთად გაცხელებით მიიღება ერთვალენტიანი ნიტრატი.[2]

Hg2(NO3)2 ⇌ Hg + Hg(NO3)2

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lide, David R. (1998), Handbook of Chemistry and Physics (87 რედ.), CRC Press, pp. 4–45, ISBN 0-8493-0594-2
  2. 2.0 2.1 Patnaik, Pradyot (2003), Handbook of Inorganic Chemical Compounds, McGraw-Hill Professional, pp. 573, ISBN 0-07-049439-8, https://books.google.com/books?id=Xqj-TTzkvTEC&q=%22Manganese%28II%29+acetate%22&pg=PA552. წაკითხვის თარიღი: 2009-07-20