შინაარსზე გადასვლა

ვერონიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონიკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Veronica

ვერონიკა (Veronica) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახია, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქი. აქვს სწორი ან გართხმული, უფრო ხშირად დატოტვილი ღერო, მთლიანი ან დანაკვთული ფოთლები. გვირგვინი ცისფერი, ლურჯი, თეთრი ან ვარდისფერია. ნაყოფი — კოლოფი.

შეიცავს 300-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ ქვეყნებში. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ღორღიან ფერდობებზე, უდაბნოსა ნახევარუდაბნოში იზრდება — 47 სახეობა, მათ შორის 4 სახეობა Veronica denudata, Veronica kemulariae, Veronica imerethica და Veronica galathica — საქართველოს ენდემია.

ვერონიკას გვარში ხშირად აერთიანებენ Hebe-ს გვარის ახალზელანდიურ, ავსტრიულ, ტასმანიურ და სამხრეთ ამერიკის ბუჩქებს და ტანდაბალ ხეებს. ამ გვარის მარადმწვანე ლამაზყვავილებიანი სახეობები კულტივირებულია ყირიმსა და კავკასიაში.