ვერნერ ზაიბტი
ვერნერ ზაიბტი (გერმ. Werner Seibt; დ. 6 ივლისი, 1942, ზენფტენბერგი, კრემს-ლანდის ოლქი, ქვემო ავსტრია) — ავსტრიელი ისტორიკოსი, ბიზანტიის ისტორიის, სფრაგისტიკისა და მცირე ხელოვნებათა მკვლევარი. ფილოსოფიის დოქტორი (1969), ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.
იკვლევს აგრეთვე ბიზანტიასთან საქართველოს და სომხეთის ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობათა საკითხებს. ავტორია წიგნებისა და სამეცნიერო პერიოდიკასა და ენციკლოპედიებში გამოქვეყნებული მრავალი წერილისა, რეცენზიისა, კატალოგების ტექსტებისა. არის ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმების მონაწილე. VI სიმპოზიუმზე (1989) წაიკითხა მოხსენება „ქართველ ისტორიულ პირთა ბიზანტიური საბეჭდავები”. 1981 წელს, როდესაც ვენაში მოეწყო ქართულ მცირე ხელოვნებათა (ოქრომქანდაკებლობის, მინანქრების, ნაქარგობის, ფერწერული ხატების) დიდი გამოფენა, მისი რედაქციით გამოვიდა კატალოგი შესავალი წერილებით (თ. სანიკიძის თანაავტორობით). ზაიბტს ეკუთვნის წერილი „საქართველო. ისტორია და კულტურა”.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Schatzkammer Georgiens. Mittelalterliche Kunst aus dem Staatlichen Kunstmuseum Tbilisi, წგ.: Georgien. Geschichte und Kultur, W., 1981.
- Les sceaux byzantines de la collection Henri Seyrig. Catalogue raisonné, P., 1991 (თანაავტ.).
- Westgeorgien (Egrisi, Lazica) in frühchristlicher Zeit, კრ.: Die Schwarzmeerküste in der Spätantike und im frühen Mittelalter, W., 1992 თანაავტ.).
- Wo, wann und zu welchem Zweck wurde das georgische Alphabet geschaffen? წგ.: Die Entstehung der kaukasischen Alphabete als Kulturhistorisches Phaenomen, hrsg. von W. Seibt, 2011.
- Byzantine Imperialism against Georgia in the later 10th and 11th centuries,კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, 16. მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2013.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.