ვერკორის მასივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვერკორის მასივი
ვერკორის მასივი
ვერკორის მასივი
კოორდინატები: 44°58′ ჩ. გ. 5°25′ ა. გ. / 44.967° ჩ. გ. 5.417° ა. გ. / 44.967; 5.417
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტერიტორიული ერთეული დრომი
იზერი
უმაღლესი წერტილი გრან-ვემონი
სიმაღლე 2341 
ფართობი 1350 კმ²
სიგრძე 60 კმ
სიგანე 40 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
ვერკორის მასივი — საფრანგეთი
ვერკორის მასივი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ვერკორის მასივი (ფრანგ. Massif du Vercors) — ვრცელი მთის მასივი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომისა და იზერის დეპარტამენტებში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 40 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 2341 მ (მთა გრან-ვემონი).[1]

შემოსაზღვრულია იზერის, დრაკის, დრომისა და რონის ხეობებით. დასავლეთით იშლება ხედი რონის ხეობაზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოზღუდულია შარტრეზის ქედით, აღმოსავლეთით ტაილეფერის მასივით, სამხრეთით დიუის მასივით. უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მასივი უერთდება 1457 მ სიმაღლის კოლ-დე-მენეს უღელტეხილს.[2]

ვერკორის მასივი ქედების, პლატოებისა და ხეობების ერთობლიობაა. აგებულია კირქვებით. დამახასიათებელია კარსტი. მრავლადაა კარსტული მღვიმეები. აღსანიშნავია ვერკორის მღვიმური სისტემა და კარსტული უფსკრული ბერჟე.[3]

ვერკორის მასივი გეომორფოლოგიური თავისებურებების გამო ცნობილია „ციხესიმაგრის“ ან საფრანგეთის დოლომიტების სახელწოდებით. იგი პლატოსთან არის მიმსგავსებული, ვინაიდან მასივიდან არსებული ვარდნილი მის შიგა ხეობებამდე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს, მაშინ როდესაც გარემომცველ ზონებში არსებული ვარდნილი 800-იდან 1200 მ-მდეა. აღმოსავლეთ კიდის თხემზე რამდენიმე 2000 მ-ზე მაღალი მწვერვალია. შიდა ნაწილი მერყეობს 800 მ-იდან 1500 მ-მდე.[2]

ვერკორის მასივი შეიცავს ლანს-ან-ვერკორის, ოტრანის, ლა-შაპელ-ან-ვერკორის ფართო ხეობებს, ფორე-დე-კულმესა და ფორე-დე-ლენტეს პლატოებსა და მაღალ პლატოს. აქვეა ღრმა დადაბლებები, მათ შორის ბურნესა და ფურონის ხეობები. ამ დადაბლებებისთვის დამახასიათებელია შთამბეჭდავი კლიფები, რომელთა სიმაღლე ხშირად 400 მ-ზე მეტია და აერთიანებენ კომბ-ლავალსა და დ’არშიანის ცირკს. ეგიუის მთა ეროზიის შედეგად განცალკევებულად არის აღმართული პლატოს დანარჩენი ნაწილისაგან. მრავალფეროვანია მასივის ფლორა და ფაუნა.[2]

ვერკორის მასივის ცენტრალური ნაწილი რამდენიმე რეგიონადაა დაყოფილი. არის რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელთაგან უდიდესია ვილარ-დე-ლანსი. მასივის ცენტრამდე მისაღწევად, დასავლეთისაკენ, სენ-ნაზერ-ან-რუაიანიდან ან გრენობლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი მოხერხებული გზა მიიჩნევა. გაცილებით უფრო რთულია პლატოს სამხრეთიდან არსებული მისასვლელები, რომელიც აღმართულია დიზე და დრომის ხეობაზე და მისასვლელი აღმოსავლეთიდან, სადაც პლატო ციცაბოდ ეშვება.[4]

მასივის ფარგლებშია ვერკორის რეგიონული ბუნების პარკი, რომელიც იკავებს 206,208 ჰა-ს.[5] ვერკორის მასივის ტერიტორიაზე 1944 წელს შეიქმნა ანტიფაშისტური ვერკორის თავისუფალი რესპუბლიკა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Le Grand Veymont, France
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 François Ribard, À la découverte du Vercors : Parc naturel régional, Grenoble, Glénat, coll. « Topo guides », 2009, 203 p.
  3. Spéléo - Gouffre Berger (38) - Vercors - Mathieu Morverand - Free
  4. Тийон Ш. Французские франтиреры и партизаны в борьбе против немецко-фашистских оккупантов. — М.: Изд-во иностр. лит., 1963.
  5. Parc naturel régional du Vercors (à 67km)