ვერკორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერკორი
ფრანგ. Vercors
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1902(1902-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი პარიზი[14]
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1991(1991-06-10)[1] [2] [3] [4] [5] [12] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[15]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ფსევდონიმი Vercors
საქმიანობა მწერალი[12] , ილუსტრატორი, დრამატურგი[12] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი და გრაფიკოსი[12]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი[16]
ალმა-მატერი ელზასის სკოლა

ვერკორი, ნამდვილი სახელი – ჟან ბრიულერი (ფრანგ. Jean Bruller; დ. 26 თებერვალი, 1902 — გ. 10 ივნისი, 1991) — ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერკორი დაიბადა 1902 წელს პარიზში. სანამ ლიტერატურულ მოღვაწეობას დაიწყებდა, მხატვარი იყო და 1927 წელს გამოაქვეყნა ესე "ჰიპოთეზა მხატვრობის მოყვარულთა შესახებ".

ლიტერატურაში ცნობილი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს ვერკორის ფსევდონიმით. 1942 წელს იატაკქვეშა გამომცემლობაში გამოსვა ნოველების კერბული "ზღვის დუმილი". როგორც შემდეგ წერდა ცნობილი ფრანგი მწერალი ჟან-პოლ სარტრი, ამ კრებულის ერთ–ერთმა ნოველამ "ზღვის დუმილმა" უფრო მეტი გააკეთა ფრანგების მსოფლმხედველობის განვითარებისათვის, ვიდრე უამრავმა მოწოდებამ და პოლიტიკური ხასიათის სტატიებმა. ომის დროს გამოიცა აგრეთვე ნოველების კრებულები: "ვერდენის ტიპოგრაფია", "უძლურება". ომის შემდეგ ვერკორმა გამოსცა რამდენიმე რომანი და მოთხრობები: "ცოტად თუ ბევრად ადამიანი", "გადაგვარებული ცხოველები", "დეკემბრის თავისუფლება" და სხვა.

ვერკორი გარდაიცვალა 1991 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 548

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Lambiek ComiclopediaLambiek, 1999.
  5. 5.0 5.1 BD Gest'
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  7. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Fine Art Archive — 2003.
  13. Munzinger Personen
  14. Веркор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118768034 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. LIBRIS — 2012.