ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა
ამბროლაურის ქუჩა | |
---|---|
![]() | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | დუშეთის I ჩიხის ქუჩა, იაკობ ნიკოლაძის I ჩიხი, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ჩიხი |
ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ფიქრის გორა); იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია დუშეთის I ჩიხის სახელით. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია, როგორც იაკობ ნიკოლაძის I ჩიხი. 1938 წელს — ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის, 1992 ვერიკო ანჯაფარიძის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა თეატრი „ვერიკო“ (დამაარსებელი კოტე მახარაძე), ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი (მისამართი: ვ. ანჯაფარიძის 16).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.