ვერთერის ეფექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიმბაძველობითი სუიციდი, იგივე ვერთერის ეფექტი — სხვისი სუიციდის მიბაძვა, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობას ცდილობს ტელევიზორში ან სხვა მედიასაშუალებაში გაშუქებული სხვისი თვითმკვლელობის შემდეგ.

ფართოდ გაშუქებული სუიციდის შემდეგ აგორებული მიმბაძველობითი თვითმკვლელობები ვერთერის ეფექტის სახელით არის ცნობილი, გოეთეს რომანის, „ახალგაზრდა ვერთერის ვარამის“ გამო.

დამცავი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში, გახმაურებული სუიციდი გამომწვევის როლს ასრულებს მგრძნობიარე ან ადვილად შტაგონებად ადამიანთა თვითმკვლელობისთვის. ამას სუიციდის გადადებას უწოდებენ. დროგამოშვებით ვრცელდება სკოლებში, საზოგადოებაში, ცნობილი ადამიანის სუიციდის შემთხვევაში კი ქვეყნის მასშტაბით. ამას კი სუიციდის ჯგუფს უწოდებენ; ეს უკანასკნელი გამოწვეულია თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ქცევების სოციალური სწავლებით ან მიმბაძველობითი სუიციდებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიასა და სუიციდს შორის არსებული კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ შემთხვევას წარმოადგენს გოეთეს რომანი „ახალგაზრდა ვერთერის ვარამი“. 1774 წელს გამოქვეყნებიდან მალევე, ახალგაზრდა მამაკაცებმა მთავარი პერსონაჟის მიბაძვა დაიწყეს, იცვამდნენ ყვითელ შარვლებსა და ლურჯ პიჯაკებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]