ვერენინგის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელროუს სახლი, ადგილი სადაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

ვერენინგის ხელშეკრულება (ვერენინგის მშვიდობა)[1] —1902 წლის 31 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა ბურების მეორე ომი.

ამ ხელშეკრულებამ დაასრულა ბურების ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკასა (ტრანსვაალის რესპუბლიკა, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო) და ბრიტანეთის იმპერიას შორის მტრობა. ბურებმა აღიარეს ბრიტანეთის უზენაესობა ხოლო ბრიტანეთი წავიდა რამდენიმე დათმობაზე.

ხელმომწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ხელ მომწერები იყვნენ: მისი აღმატებულება ლორდი ალფრედ მილნერი, საგანგებო რწმუნებული და ფელდმარშალი ჰორაციო ჰელბერტ კიტჩენერი.

ტრანსვაალის რესპუბლიკის მხრიდან ბატონები: შალკ ვილემ ბურგერი, ფრანცის ვილიამ რეიტცი, ლუის ბოთა, კოს დელა რეი, ლ. მეიერი, ჯ. კროჰი.

ნარინჯისფერი თავისუფალი შტატის მხრიდან ბატონებმა: ხრისტიან დევეტი, ჯემს ბარი ჰერცოგი, ჰ. ოლივერი და ჯ. ბებნერი.

ხელშეკრულების პუნქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს შეთანხმება ასრულებს დაპირისპირებას და ბურები აცხადებენ ბრიტანეთის წინაშე კაპიტულაციას იმ პირობით რომ ისინი მიიღებენ თვითმმართველობის უფლებას ტრანსვაალისა და ნარინჯისფერ თავისუფალ შტატში, ბრიტანეთის იმპერიის კოლონიური მმართველობის ქვეშ. ბურების სახელმწიფოები დათანხმდნენ შესულიყვნენ ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ სუვერენული მმართველობის უფლებით, ხოლო ბრიტანეთის მთავრობა დათანხმდა შემდეგ შემდეგ საკითხებზე:

  1. ყველა ბური მებრძოლი ორივე რესპუბლიკიდან თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან.
  2. ყველა მებრძოლი განიარაღდება
  3. ყველამ უნდა დაიფიცოს გვირგვინის ერთგულება
  4. არ მოხდება სიკვდილით დასჯა
  5. მოგხდება ზოგადი ამნესტია
  6. დანიური ენის (მოგვიანებით აფრიკაანსი) გამოყენება ნებადართული იქნება სკოლებსა და სასამართლოებში.
  7. საბოლოოდ მიეცეს ტრანსვაალისა და ნარინჯისფერი თავისუფალი შტატის რესპუბლიკებს თვითმმართველობა. (სამოქალაქო მმართველობის არჩევის საშუალება ჰქონდათ ორჯერ 1906 და 1907 წლებში[2]).
  8. შეეჩერებინათ ადგილობრივი (შავი) მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების განხილვა, მანამ სანამ ახალი მთავრობა არ აირჩეოდა.
  9. გადაეხადა აფრიკანერებისათვის £3,000,000 in სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის.
  10. ბურების საკუთრების უფლებებ იქნებოდა დაცული
  11. არ შემოიღებდნენ მიწი გადასახადს
  12. დარეგისტრირებული პირადი იარაღის ქონა იქნებოდა ნებადართული

შედეგად ბურების კოლონიებმა მიიღეს თვითმართველობა, 1910 წლის 31 მაისს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი. კავშირმა შედარებითი თავისუფლებ მიიღო 1926 წელს იმპერიულ კონფერენციაზე და 1931 წელს ვესტმისტერის სტატუტით. ქვეყანა გახდა რესპუბლიკა 1961 წელს და შეწყვიტა ყველანაირი კავშირი დიდ ბრიტანეთთან.

ორიგინლი ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორიგინალი ტექსტისთვის იხილეთ ვერენინგის მშვიდობა.
  2. The Unification of South Africa, 1902-1910, Book by L. M. Thompson

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]