შინაარსზე გადასვლა

ვერა შოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა შოში
უნგრ. Vera Sós
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი, 1930(1930-09-11)
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი
გარდ. თარიღი 22 მარტი, 2023(2023-03-22)[1] (92 წლის)
გარდ. ადგილი უცნობი
მოქალაქეობა  უნგრეთი
საქმიანობა მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი[2] და ELTE Radnóti Miklós School[2]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Pál Turán
შვილ(ებ)ი György Turán და Tamás Turán
ჯილდოები Széchenyi Prize[2] , Hazám-díj, Q555082?[3] , Commander Cross of the Order of Merit of the Hungarian Republic[2] , Szele Tibor-emlékérem და Academy Award of the Hungarian Academy of Sciences

ვერა თურან შოში ( უნგრ. Sós Turán Vera; დ. 11 სექტემბერი 1930, ბუდაპეშტი — გ. 22 მარტი 2023, უცნობია) — უნგრელი მათემატიკოსი, სპეციალიზირებული რიცხვების თეორიასა და კომბინატორიკაზე. უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ემერიტუს პროფესორი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1990, 1985 წლიდან წევრ-კორესპონდენტი), ევროპის აკადემიის წევრი (2013), ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1995 წლიდან.

დაიბადა 1930 წლის 11 სექტემბერს ბუდაპეშტში ებრაულ ოჯახში. ვერა ორი ქალიშვილიდან უმცროსი იყო. მამა მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. 1919 წელს კომუნისტური ხელისუფლების დროს დაინიშნა სკოლის დირექტორად. უკვე 1920 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ულტრამემარჯვენეები, მიკლოშ ჰორტის მეთაურობით, ანტისემიტური გამოვლინებები აგრესიაში გადაიზარდა და შოშა იძულებული გახდა გადამდგარიყო. ოჯახის გადარჩენის მიზნით ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა რეპეტიტორად. შოშების ოჯახის მეგობარი იყო გამოჩენილი მათემატიკოსი პოლ ერდოსი. ერდოსი დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ომამდელ უნგრეთში ისეთივე ბედი ეწია, როგორიც ვერას მამას: მუშაობდა მასწავლებლად, კომუნისტების დროს დირექტორად დააწინაურეს და ნაცისტების მოსვლასთან ერთად იძულებული გახდა გადამდგარიყო, რის შემდეგაც დაიწყო რეპეტიტორობა. [4]

ვერა დადიოდა ბუაპეშტის ებრაელ გოგონათა საშუალო სკოლაში, რომელიც აბონის ქუჩაზე მდებარეობდა. მეორე მსოფლიო ომამდე სკოლას ორი კორპუსი ჰქონდა — ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, ორივე კორპუსში სულ 1200 მოსწავლე სწავლობდა. ომის წლებში ერთ-ერთი შენობა ჯარს გადაეცა და ბავშვები ერთ სკოლაში მოათავსეს. ამ პერიოდში ვერას მათემატიკის მასწავლებელი იყო გალაი ტიბორი 1912–1992), რომლის გავლენითაც გოგონა დაინტერესდა საგნით და გამოავლინა გამორჩეული შესაძლებლობები. მასწავლებელმა მას საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მოუტანა და ორიგინალური დავალებები მისცა. გალაის წყალობით, ჯერ კიდევ სკოლაში მან დაიწყო მონაწილეობა მათემატიკურ კონკურსებში, სადაც გაიცნო ალფრედ რენი, როზა პეტერი და პოლ ერდოსი (ერდოსთან ერთად მან შემდგომში დაწერა ოცდაათზე მეტი სამეცნიერო სტატია). [5] [6] [4]

1948 წელს შოშმა დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ პალ ტურანი, ლიპოტ ფეჯერი, ფრიდიეს რისი, დიერდ ჰაიოში და ალფრედ რენი. როგორც მან მოგვიანებით გაიხსენა, სწავლების სისტემა მკვეთრად შეიცვალა 1950-იანი წლების დასაწყისში და ფაკულტეტმა დაამატა რამდენიმე ახალი საჭირო სალექციო კურსი და სემინარი. მასწავლებლების სიმცირის გამო, მეორე კურსის სტუდენტს ვერა შოშს შესთავაზეს პირველკურსელებისთვის გეომეტრიის, დიფერენციალური გეომეტრიის, ალბათობის თეორიისა და ანალიზის პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება. მან მიიღო დიპლომი 1952 წელს, ხოლო დოქტორის ხარისხი 1957 წელს. [4]

1961 წლიდან ასწავლიდა კომბინატორიკის კურსს ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, ხოლო 1980 წელს გახდა დისკრეტული მათემატიკის კათედრის გამგე. 1985 წელს შოში აირჩიეს უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1990 წელს — სრულ წევრად. [7] 1995 წლიდან — ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1995). [8]

ვერა შოში იყო რამდენიმე მათემატიკური ჟურნალის რედაქტორი და წამყვანი მათემატიკური ჟურნალის — Combinatorics-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1987 წლიდან — მკვლევარი პროფესორი, 2012 წლიდან — უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ემერიტუს პროფესორი. 2013 წლიდან გახდა ევროპული აკადემიის წევრი. 2018 წელს მან მიიღო იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. [8] [4] [7]

მეცნიერი გარდაიცვალა 2023 წლის 22 მარტს, 92 წლის ასაკში [9] .

1952 წელს შოში ცოლად გაჰყვა პალ თურანს. წყვილს შეეძინა ორი ვაჟი, დიორდ (ჯორჯ) თურანი (დაიბადა 1953 წელს), ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი [10] და თამაშ თურანი (დაიბადა 1960 წელს), ფილოსოფოსი და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ებრაისტიკის სპეციალისტი.

  1. Elhunyt T. Sós Vera matematikus, az MTA rendes tagja
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Matematikus díjazottak az MTA 195. közgyűlésén
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Vera Turán Sós en. MacTutor. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  5. Vera Turán Sós. ციტირების თარიღი: 2023-03-23
  6. MacTutor:Vera Turán Sós. ციტირების თარიღი: 2023-03-23
  7. 7.0 7.1 Mathematician Vera T. Sós, Full Member of MTA, Passes Away en. Hungarian Academy of Sciences (2023-03-28). ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  8. 8.0 8.1 Австрийская АН. ციტირების თარიღი: 2018-03-09.
  9. Elhunyt T. Sós Vera matematikus, az MTA rendes tagja hu (2023-03-22). ციტირების თარიღი: 2023-03-23.
  10. Tamas Turan. Hungarian Academy of Sciences, Center for Jewish Studies of the Institute for Minority Studies. ციტირების თარიღი: 2023-03-23