შინაარსზე გადასვლა

ვერა რუბინის ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა რუბინის ობსერვატორია
30°14′40″ ს. გ. 70°44′57″ დ. გ. / 30.244639° ს. გ. 70.749417° დ. გ. / -30.244639; -70.749417
კოდი X05  
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე, კოკიმბოს რეგიონი, ელკის პროვინცია, სერო პაჩონის მთის, ელ პენიონის მწვერვალი
სიმაღლე ზ. დ. 2,672.75 მ
დაარსდა 2025
ტიპი ასტრონომიული ობსერვატორია
ოფიციალური საიტი https://rubinobservatory.org/
Map

ვერა რუბინის ობსერვატორია (ინგლ. Vera C. Rubin Observatory), დიდი სინოპტიკური კვლევის ტელესკოპი (ინგლ. Large Synoptic Survey Telescope, LSST) — ასტრონომიული ობსერვატორია ჩილეში. მისი მთავარი ამოცანა იქნება, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი სამხრეთის ცის ასტრონომიული კვლევა, ცის დეტალური რუკის შესაქმნელად.[1][2][3] ობსერვატორია მდებარეობს ჩრდილოეთ ჩილეში, კოკიმბოს რეგიონში, სერო პაჩონის ელ პენიონის მწვერვალზე, 2682 მეტრის სიმაღლე არსებული ჯემინი-საუზ და სამხრეთ ასტროფიზიკური კვლევის ტელესკოპების გვერდით.[4] რუბინის ობსერვატორიის ბაზა მდებარეობს ობსერვატორიიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ლა სერენაში. ობსერვატორიას სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის, ვერა რუბინის პატივსაცემად, რომელსაც ეკუთვნის გალაქტიკური ბრუნვის სიჩქარის შესახებ აღმოჩენები. ვერა რუბინის ობსერვატორია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერების ოფისის ერთობლივი ინიციატივაა და მას ერთობლივად მართავენ NSF NOIRLab და SLAC-ის ეროვნული ამაჩქარებელი ლაბორატორია.[5]

რუბინის ობსერვატორიაში განთავსებულია სიმონის კვლევის ტელესკოპი, ფართო ველის ამრეკლავი ტელესკოპი 8.4 მეტრიანი პირველადი სარკით, რომელსაც შეუძლია მთელი ხელმისაწვდომი ცის გადაღება რამდენიმე ღამეში.[6] ტელესკოპი იყენებს სამსარკე ანასტიგმატის ვარიანტს, რაც საშუალებას აძლევს კომპაქტურ ტელესკოპს მიიღოს მკვეთრი გამოსახულებები ძალიან ფართო, 3.5 გრადუსიანი დიამეტრის ხედვის არეალში. გამოსახულებები აღირიცხება 3.2 გიგაპიქსელიანი გამოსახულების (CCD) კამერით. იგი ერთ-ერთი ტველაზე დიდი ციფრული კამერაა, რომელიც ოდესმე შეუქმნია ადამიანს. [7]

რუბინის ობსერვატორიის მშენებლობა გამოცხადდა 2001 წელს, როგორც „დიდი სინოპტიკური კვლევის ტელესკოპის“, ხოლო 2007 წელს კერძო სახსრებით დაიწყო სარკის შექმნაზე მუშაობა. 2010 წლის ასტროფიზიკის ათწლეულის კვლევაში, „დიდი სინოპტიკური კვლევის ტელესკოპი“ ყველაზე მაღალი რანგის მსხვილ მიწისზედა პროექტად დასახელდა. პროექტის მშენებლობა ოფიციალურად 2014 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, როდესაც აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაამტკიცა მისი მშენებლობის ბიუჯეტი (27.5 მლნ. აშშ დოლარი).[8] პროექტი ფინანსირდებოდა NSF-დან, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტიდან და კერძო დაფინანსებიდან, რომელიც მოზიდულია სპეციალური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის, LSST Discovery Alliance-ის მიერ.[9] ოპერაციები ასტრონომიაში კვლევის უნივერსიტეტების ასოციაციის (AURA) მართვის ქვეშაა.[10] წინასწარი მონაცემებით, მშენებლობის მთლიანი ღირებულება, დაახლოებით 680 მლნ. აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.[11]

ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის აპრილში, პირველი ქვის საზეიმო ჩაყრით დაიწყო.[12][13] ციფრული კამერით ცაზე პირველი დაკვირვებები 2024 წლის ოქტომბერში განხორციელდა,[14] ხოლო სისტემის პირველი სინათლის სურათები 2025 წლის 23 ივნისს გამოქვეყნდა. COVID-თან დაკავშირებული გრაფიკის შეფერხებების გამო, სრული კვლევის ოპერაციების დაწყება 2025 წლის ბოლოს იგეგმება.[15] მონაცემების სრულად საჯაროდ გამოქვეყნება ორი წლის შემდეგ იგეგმება.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Overbye, Dennis (11 January 2020). „Vera Rubin Gets a Telescope of Her Own – The astronomer missed her Nobel Prize. But she now has a whole new observatory to her name“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2020. ციტირების თარიღი: 11 January 2020.
  2. ↑ NSF-supported observatory renamed for astronomer Vera C. Rubin en (7 January 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2020. ციტირების თარიღი: 7 January 2020
  3. ↑ Survey Cadence Optimization Committee's Phase 3 Recommendations (6 January 2025). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 March 2025. ციტირების თარიღი: 24 June 2025
  4. ↑ „Press Release LSSTC-04: Site in Northern Chile Selected for Large Synoptic Survey Telescope“ (PDF) (პრეს-რელიზი). LSST. 17 May 2006. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 26 September 2015. ციტირების თარიღი: 1 August 2015.
  5. ↑ Funding Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2025. ციტირების თარიღი: 10 April 2025
  6. ↑ Telescope, Large Synoptic Survey. LSST General Public FAQs. Rubin Observatory (12 June 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2020. ციტირების თარიღი: 11 September 2020
  7. ↑ Camera. LSST (26 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2015. ციტირების თარიღი: 1 August 2015
  8. ↑ Kahn, Steven; Krabbendam, Victor (August 2014). „LSST Construction Authorization“ (პრეს-რელიზი). Lsst Corp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2016. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
  9. ↑ LSST-DA Supporters | LSST Discovery Alliance en-US (6 November 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 May 2025. ციტირების თარიღი: 23 June 2025
  10. ↑ Telescope, Large Synoptic Survey. Rubin Observatory en. ციტირების თარიღი: 3 July 2025
  11. ↑ Surprise! House spending panel gives NSF far more money for telescope than it requested. AAAS (21 May 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 November 2022. ციტირების თარიღი: 30 June 2022
  12. ↑ „LSST First Stone“ (პრეს-რელიზი). LSST Corporation. 14 April 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2015. ციტირების თარიღი: 20 June 2015.
  13. ↑ „The Large Synoptic Survey Telescope: Unlocking the secrets of dark matter and dark energy“. Phys.org. 29 May 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2017. ციტირების თარიღი: 3 June 2015.
  14. ↑ Locations of Target Fields Observed during On-sky Commissioning Campaign with ComCam. LSST Corporation (3 November 2024).
  15. ↑ Monthly updates. LSST Corporation (10 December 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2023. ციტირების თარიღი: 2 January 2025
  16. ↑ Search | Legacy Survey of Space and Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2022. ციტირების თარიღი: 12 February 2020