შინაარსზე გადასვლა

ვერა პოსკა-გრუნტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა პოსკა-გრუნტალი
მშობლიური სახელი ესტ. Vera Poska-Grüntal
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1898
რეველი/ტალინი, ესტონეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1986 (87 წლის)
სტოკჰოლმი, შვეიცარია
მოქალაქეობა

{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია ესტონეთის დროშა ესტონეთი

შვედეთის დროშა შვედეთი
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი
პროფესია იურისტი
ცნობილია როგორც ფემინიზმის ფუძემდებელი ესტონეთში

ვერა პოსკა-გრუნტალი ( ესტ. Vera Poska-Grüntal, ასევე ესტ. Veera Poska-Grünthal,დ. 25 მარტი, 1898, ტალინი — გ. 29 იანვარი, 1986, სტოკჰოლმი ) — ესტონელი იურისტი, სამართალდამცავი და ჟურნალისტი ; ფემინიზმის ლიდერი ესტონეთში.[1]

დაიბადა 1898 წლის 25 მარტს რეველში, ადვოკატის ოჯახში. ვერას გარდა ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა: ხუთი გოგონა და სამი ბიჭი. ვერამ დაამთავრა ტალინის გიმნაზია. 1915 წელს იურისპრუდენციის შესწავლას შეუდგა პეტროგრადში, შემდეგ ვორონეჟში . 1917 წელს შეუერთდა ესტონელი სტუდენტების პიჰჯალას საზოგადოებას ( EÜS Põhjala ). ქორწინების შემდეგ იგი გადავიდა კურესაარში, ხოლო 1920 წელს — ტარტუში . ომისა და რევოლუციის გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. შემდეგ ისევ გააგრძელა ტარტუს უნივერსიტეტში. 1925 წელს დაამთავრა იურიდიული სკოლა, ამ დროს უკვე ოთხი შვილის დედა იყო. შემდეგ მუშაობდა ადვოკატად ტალინის საქალაქო საადვოკატო ოფისში, 1929–1935 წლებში მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას უწევდა ტარტუში ქორწინებისა და განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით. 1939 წელს მიიღო იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი (სადიპლომო ნამუშევრის თემა: არასრულწლოვანთა შრომითი დაცვა) .

1944 წელს, წითელი არმიის შეტევის დროს, იგი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა შვედეთში . მისმა მეუღლემ, ტიმოფეი გრუნტალმა მიიღო სახელმწიფო სტიპენდია სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან. 1955 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ვერა პოსკა-გრუნტალი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც 1951 წლის გაზაფხულზე მისი ქალიშვილი კონსტანსი მეუღლესთან ერთად კალჯო პილთან ( კალჯო პილი ) და ვაჟებთან ჯური და ჯაანთან ერთად გაემგზავრა.[2]

პენსიაზე გასვლამდე იყო არქივის თანამშრომელი. იგი გარდაიცვალა 1986 წლის 29 იანვარს სტოკჰოლმში. ვერა პოსკა-გრუნტალის პირადი არქივი 12 ტომად ინახება შვედეთის ეროვნულ არქივში.

ვერა პოსკა-გრუნტალი ესტონური ფემინიზმის ლიდერად ითვლება. 1928 წელს იგი დაესწრო პარიზში სოციალური მუშაობის პირველ კონგრესს. იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იურისტ ქალთა საერთაშორისო ფედერაციის, რომლის რომლის ფუნქციას წარმოადგენდა ქალებისა და ბავშვების სტატუსის გაუმჯობესება იურიდიული დახმარების, იურიდიული ლიტერატურისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების, ადვოკატირების, სამართლებრივი რეფორმების მეშვეობით, ასევე კვლევები და პუბლიკაციები. მისი ინიციატივით, 1931 წელს ჩამოყალიბდა სახლისა და სკოლის ასოციაცია ( ესტ. Ühing Kodu ja Kool ), Tartu Soroptimist Society ( ესტ. Tartu Soroptimistide Ühing ), 1939 წელს — ტარტუს საზოგადოება დედობის დაცვისთვის ( ესტ. Tartu Emadekaiste Ühing ) და უსახლკარო დედების თავშესაფარი ( ესტ. Emadekodu ) .[3]

1934 წელს მან სხვა იურისტ ქალებთან ერთად წარადგინა კანონპროექტი ესტონეთში საოჯახო სამართლის რეფორმის შესახებ. 1936 წლიდან 1938 წლამდე იგი მიწვეული იყო საუნივერსიტეტო განათლების მქონე ქალთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესებზე. 1939 წლის მარტიდან 1940 წლის თებერვლამდე მუშაობდა პარიზის უნივერსიტეტის სტიპენდიანტად. 1941 წელს დაასრულა მუშაობა დისერტაციაზე არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, მაგრამ არ დაუცვია.[4]

1952 წელს მან დააარსა ესტონურენოვანი ჟურნალი Triinu შვედეთში და იყო მისი რედაქტორი 1981 წლამდე. მას შემდეგ, რაც იგი კანადაში გადავიდა, ეს ჟურნალი გახდა ტორონტოში (ემიგრაციაში) ესტონელ ქალთა საზოგადოების ორგანო. ( ესტ. Toronto Eesti Naisselts (eksiilis) ).[5][6]

  • მამა — ივან პოსკა ( Jaan Poska, 1866-1920), ესტონელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე.
  • დედა — კონსტანს ერნესტინა პოსკა (Ekström), 1874-1923 წწ.
  • მეუღლე — ტიმოფეი გრუნტალი) ( Timotheus Grünthal, 1893-1955) - ადვოკატი, მოსამართლე.
  • ქალიშვილი — კონსტანცია გრუნტალი. ესტონელის ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე საზღვარგარეთ; 1985-1995 წლებში ჟურნალ Triinu-ს რედაქტორი.
  • ვაჟი — ივარ გრუნტალი (1924-1996— მწერალი, ექიმი და პოლიტიკოსი.
  • ქალიშვილი — სვეტლანა გრუნტალი (1922-1926 წწ).
  • ქალიშვილი — ვერა გრუნტალი ( ვეერა გლისონი, 1925-2018).
  • ვაჟი — ტიმოფეუს გრუნტალი (1930-2008) - ადვოკატი.
  • და — ქსენია პოსკა ( Ksenia Poska, 1896-1964) - ექიმი.
  • და — ტატიანა პოსკა-ლამანი (1900-1988), ჟურნალისტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ესტონეთის დედათა კავშირის თავმჯდომარე.
  • ძმა — ჯაან პოსკა (1902-1941, კიროვის ოლქი, სსრკ ).
  • და — ანა პოსკა 1905-1986) — მთარგმნელი.
  • ძმა — იური პოსკა (1919-1974) — ადვოკატი და მართლმადიდებელი მღვდელი.
  • სიძე — ედუარდ ლაამანი (1888-1941, კიროვის ოლქი, სსრკ) — ესტონელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე .
  1. de Haan, Francisca; Krasimira Daskalova; Anna Loutfi (2006). Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries. Central European University Press. pp. 450–453. ISBN 978-963-7326-39-4.
  2. "International Federation of Women Lawyers". Global Hand. Retrieved 2011-09-27.
  3. "Amazon.co.uk: Vera Poska-Grünthal: Books". amazon.co.uk. Retrieved 24 September 2016.
  4. Vera Poska Grünthals arkiv (ingår i Baltiska arkivet) (შვედ.). Riksarkivet. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2021. დაარქივებულია 14 მაისი 2021 წ.
  5. Naine ja naisliikumine (ესტ.). osta.ee. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2021. დაარქივებულია 2 ივნისი 2021 წ..
  6. Elu jätkub võõrsil (ესტ). Raamatukoi. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2021. დაარქივებულია 2 ივნისი 2021 года.