ვერა დავიდოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერა ალექსანდრეს ასული დავიდოვა (რუს. Ве́ра Алекса́ндровна Давы́дова; 17 სექტემბერი, 1906, ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი, — გ. 20 თებერვალი, 1993, თბილისი) — რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო) და პედაგოგი. რუსეთისა (1951) და საქართველოს (1981) სახალხო არტისტი, პროფესორი (1964), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1950, 1951). მომღერალ დიმიტრი მჭედლიძის მეუღლე.

დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1930 წელს. 1929-1932 წლებში იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1932-1956 წლებში — სსრკ დიდი თეატრის სოლისტი; 1941-1943 წლებში მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; შექმნა ღრმა დრამატიზითა და მასშტაბურობით გამორჩეული სახეები რუსულ კლასიკურ და საზღვარგარეთულ ოპერებში, მ.შ. ლიუბაშა (ნ. რიმსკი–კორსაკოვის „მეფის საცოლე“), მარფა (მ. მუსორგსკის „ხოვანშჩინა“), კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი“), ამნერისი (ჯ. ვერდის „აიდა“); პირველად თბილისის ოპერის სცენაზე შეასრულა კონჩაკოვნას (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), დალილას (კ. სენ-სანსის „სამსონი და დალილა“), შარლოტას (ჟ. მასნეს „ვერთერი“) პარტიები. ავტორია წიგნისა „მომღერლის სუნთქვა და ზოგიერთი რჩევა ხმის დაყენებისათვის“ (1966). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]