ვერა ბუშფილდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა ბუშფილდი
Vera C. Bushfield
ვერა ბუშფილდი Vera C. Bushfield
აშშ სენატორი სამხრეთ დაკოტას შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ოქტომბერი 1948 – 26 დეკემბერი 1948
წინამორბედიჰარლან ბუშფილდი
მემკვიდრეკარლ ერლ მუნდტი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი 1939 – 5 იანვარი 1943
წინამორბედიელიზაბეთ ჯენსენი
მემკვიდრეემილი შარლი

დაბადებული8 სექტემბერი 1889
მილერი, სამხრეთ დაკოტა, აშშ
გარდაცვლილი6 აპრილი 1976 (86 წლის)
ფორტ კოლინზი, კოლორადო, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია (აშშ)
მეუღლეჰარლან ბუშფილდი

ვერა კალაჰან ბუშფილდი (ინგლ. Vera Calahan Bushfiled; სექტემბერი 8, 1889, მილერი, სამხრეთ დაკოტა, აშშ - 16 აპრილი, 1976, ფორტ კოლინზი, კოლორადო, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 1939-1943 წლებში სამხრეთ დაკოტას პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი სამხრეთ დაკოტადან 1948 წლის 6 ოქტომბრიდან 26 დეკემბრამდე.

ვერა კალაჰანი სენატორის პოსტზე  გარდაცვლილი მეუღლის შემცვლელად დაინიშნა. იგი კაპიტოლიუმში არასოდეს ყოფილა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  ხანმოლკლე პერიოდის განმავლობაში, მშობლიურ დაკოტაში რჩებოდა და იქიდან მუშაობდა.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა კალაჰანი დაიბადა 1889 წლის 8 სექტემბერს მილერში (სამხრეთ დაკოტა), (იმავე წელს სამხრეთ დაკოტამ ოფიციალურად მიიღო შტატის სტატუსი). მისი მშობლები, მორის ფ. კალაჰანი და მარი ე. სი კალაჰანი, ფერმერები იყვნენ, რომლებიც  აიოვადან გადავიდნენ სამხრეთ დაკოტაში. ვერას გარდა მათ ჰყავდათ ორი გოგონა და  ერთი ვაჟი.

1912 წელს დაამთავრა სტაუტ ინსტიტუტი მენომინში, ვისკონსინის შტატში.

მოგვიანებით იგი სწავლობდა დაკოტა ვესლეანის  და მინესოტას უნივერსიტეტებში. 1912 წლის 15 აპრილს ვერა კაჰალანი დაქორწინდა ჰარლან ბუშფილდზე, ადვოკატზე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მილერში. ქორწინების შემდეგ ვერამ მეორე გვარი მიიღო. ბუშფილდებს შეეძინათ სამი შვილი: მერი, ჯონი და ჰარლან უმცროსი.

პოლიტიკური აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერას მეუღლე ჰარლანი ჩაერთო საჯარო პოლიტიკაში და საბოლოოდ სამხრეთ დაკოტაში რესპუბლიკურ პარტიას ჩაუდგა სათავეში.

მოგვიანებით მან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორის პოსტი დაიკავა 1939 წლიდან 1943 წლამდე. ამ პერიოდში ვერა გახდა სამხრეთ დაკოტას შტატის პირველი ლედი. როდესაც 1942 წლის ნოემბერში ჰარლანი აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ის მუშაობდა წესებისა და ფინანსების კომიტეტებში, ასევე კოლუმბიის ოლქის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის და ინდიელების საქმეთა კომიტეტებში. ბუშფილდი სარგებლობდა წამყვანი იზოლაციონისტის რეპუტაციით და აშკარად გამოდიოდა რეზველტის ახალი კურსის წინააღმდეგ.[3]

1948 წლის დასაწყისში ჰარლან ბუშფილდმა გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგოამრეობის გაუარესების  გამო, აღარ აპირებდა ხელახლა მონაწილეობას არჩევნებში. 1948 წლის 27 სექტემბერს ჰარლან ბუშფილდი გარდაიცვალა.[4] 6 ოქტომბერს, სამხრეთ დაკოტას გუბერნატორმა ჯორჯ მიკლსონმა დანიშნა ვერა ბუშფილდი მეუღლის თანამდებობაზე ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. როგორც განმარტავდნენ, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ „განსვენებული ჰარლან ბუშფილდის კაბინეტს ნორმალურად და შეუფერხებლად ფუნქციონირების საშუალება მისცემოდა“. გუბერნატორმა ასევე დაამატა, რომ დანიშვნის არსი მდგომარეობდა იმაში,  რომ 80-ე კონგრესის განახლებამდე ცოტა ხნით ადრე ვერა ბუშფილდი გადადგებოდა.

1948 წლის 26 დეკემბერს ბუშფილდი გადადგა თანამდებობიდან. მას არ გამოუთქვამს არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის სურვილი. იგი შეცვალა კარლ მუნდტმა.

გვიანდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა ბუშფილდმა შეინარჩუნა ინტერესი პოლიტიკის მიმართ. 1952 წელს მან მხარი დაუჭირა სენატორ რობერტ ა. ტაფტს პრეზიდენტის პოსტზე. ტაფტი  დამარცხდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ  დუაიტ ეიზენჰაუერთან, რომელმაც გაიმარჯვა საყოველთაო არჩევნებში.[5]

1961 წელს ვერა ბუშფილდმა გამოიყენა ყოფილი სენატორებისთვის მინიჭებული პრივილეგია გამოსულიყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დაკოტას ტერიტორიის შექმნის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ჯეიმზ ისტლენდის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც დადებითი შეფასება მისცა ჰარლან ბუშფილდის მოღვაწეობას, გამოვიდა სენატორი ფრენსის ჰ. კეისი, რომელმაც ვერა ბუშფილდი წარადგინა თავისი შენიშვნების და მოსაზრებების გამოსათქმელად.[6]

ვერა ბუშფილდი გარდაიცვალა ფორტ კოლინზში, კოლორადოში 1976 წლის 16 აპრილს. დაკრძალულია მილერის G.A.R (რესპუბლიკის დიდი არმიის) სასაფლაოზე.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Committee on House Administration, U.S. House of Representatives (2006). Women in Congress, 1917-2006. Washington, DC: US Government Printing Office. pp. 263–264. ISBN 978-0-1607-6753-1 – via Google Books.
  2. Karen Foerstel. Biographical Dictionary of Congressional Women. — Greenwood Publishing Group, 1999. — 332 с. — ISBN 9780313302909.
  3. Gevik, Brian (April 30, 2018). "The Double Christening of the Battleship South Dakota, 1941".[მკვდარი ბმული] SDPB.org. Vermillion, SD: South Dakota Public Broadcasting.
  4. Larry Pressler, U.S. Senators From the Prairie (Vermillion, SD: Dakota Press, 1982): 125—126; "Senator Bushfield of S. Dakota Dead, " 28 September 1948, New York Times: 27.
  5. "Mrs. Bushfield Endorses Taft". The Daily Republic Mitchell, SD. United Press International. April 10, 1952. p. 18 – via Newspapers.com.
  6. "Senate Applauds Mrs. Bushfield". Rapid City Journal. Rapid City, SD. Associated Press. March 4, 1961. p. 12 – via Newspapers.com.
  7. Pach, Chester J. Jr. (2021). "Dwight Eisenhower: Campaigns and Elections; The Campaign and Election of 1952". Miller Center. Charlottesville, VA: University of Virginia. Retrieved May 9, 2021.
  8. United States Congress (1989), Biographical Dictionary of the United States Congress.1774-1989 Washington DC: U.S. Government Printing Office. p. 716 ISBN 978-0-1600-6384-8 via- Google books