ვენეციის 72-ე კინოფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენეციის 72-ე კინოფესტივალი
მიმდინარე დაჯილდოება 72-ე

წარადგენს ელიზა სედენაუი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადგილმდებარეობა ვენეცია
პირველად გადაეცა 1932
labiennale.org/it/cinema/

ვენეციის კინოფესტივალის 72-ე გამოშვება გაიმართა 2015 წლის 2-12 სექტემბერს, ვენეციის ლაგუნის ფეშენებლურ კუნძულ ლიდოზე. 2015 წლის ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი იყო კინოკრიტიკოსი ალბერტო ბარბერა ,[1] ორგანიზატორი - 2008 წლიდან „ვენეციის ბიენალეს“ ხელახლად არჩეული პრეზიდენტი, 90-იან წლებში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტის წევრი, პაოლო ბარატა (Paolo Baratta).

ღონისძიების ოფიციალური დიასახლისი იყო ფრანკო - ეგვიპტური წარმოშობის იტალიელი მოდელი, ფილანტროპი, მსახიობი, 27 წლის ელიზა სედნაუი (Elisa Sednaoui).[2]

ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში მონაწილე ფილმების ჩამონათვალი გამოცხადდა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა რომში 2015 წლის ივლისის ბოლოს. ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობდა მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი,[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-10.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-11. ციტირების თარიღი: 2015-06-10.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-07. ციტირების თარიღი: 2015-06-10.