ვენეციის სასახლის ეროვნული მუზეუმი
| ვენეციის სასახლის ეროვნული მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 41°53′46″ ჩ. გ. 12°28′53″ ა. გ. / 41.8961833° ჩ. გ. 12.4815667° ა. გ. | |
| დაარსდა | 1916 წ. |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | რომი[1] [2] |
| ოფიციალური საიტი | http://museopalazzovenezia.beniculturali.it/[1] და http://www.museopalazzovenezia.beniculturali.it[3] |
![]() | |
ვენეციის სასახლის ეროვნული მუზეუმი (იტალ. Palazzo di Venezia) — სახელმწიფო მუზეუმი რომში, იტალია, რომელიც განთავსებულია ამავე სახელწოდების სასახლეში არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანეს ბიბლიოთეკასთან ერთად.
2020 წლიდან, ვიტორიანოსთან ერთად, მას მართავს VIVE ინსტიტუტი, იტალიის კულტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი ზოგადი ინტერესის მქონე თერთმეტი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი.[4]
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმში დაცულია სხვადასხვა მხატვრის ნახატები მაგალითად როგორიცაა: ფრა ანჯელიკო, ჯორჯონე (ორმაგი პორტრეტი, დაახლოებით 1502 წ.), ჯოტო, ბენოცო გოცოლი, გუერჩინო, კარლო მარატა, პიზანელო (ქალის თავი), გვიდო რენი, ჯორჯო ვაზარი, ალესანდრო ალგარდი და სხვა... ასევე მუზეუმში განთავსებულია: ქანდაკებები, ბრინჯაო, მაჟოლიკა, ტერაკოტა, დასავლური და აღმოსავლური ფაიფური, მედლები, ბეჭდები, ავეჯი, იარაღი, სპილოს ძვლები, ვერცხლი, მინა, მინანქრები, ქსოვილები და გობელენები.[5] მუზეუმში ასევე დაცულია დაახლოებით 3000 ნამუშევარი Wurts-ის კოლექციიდან, რომელიც ჩამოაყალიბეს ჯორჯ ვაშინგტონ ვურტსმა და ჰენრიეტა თაუერმა და ანდერძით მიანდეს იტალიის სახელმწიფოს მისი გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს.
გარე ლოჯიაში (პავლე II- ის ბაღი) განთავსებულია ლაპიდარიუმი .
მუზეუმი ასევე მასპინძლობს დროებით გამოფენებს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტროს გაჩერება (კოლოსეო, ხაზი B)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 catalogo.beniculturali.it — 2014.
- ↑ Indagine sui musei e le istituzioni similari — 2022.
- ↑ Italian National Institute of Statistics ISTAT 2015 survey on museums and similar institutions — 2017.
- ↑ VIVE-Vittoriano e Palazzo Venezia it. ციტირების თარიღი: 1 September 2024
- ↑ History - Palazzo Venezia and the National Museum (2013-03-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-15. ციტირების თარიღი: 2017-04-28

