ვენეტოს ქუჩა

ვია ვიტორიო ვენეტო — რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ელეგანტური და ძვირადღირებულად გაფორმებული ქუჩა. ქუჩას სახელი ეწოდა ვიტორიო ვენეტოს ბრძოლის (1918) პატივსაცემად, რომელიც იტალიისათვის გადამწყვეტი გამარჯვება იყო პირველ მსოფლიო ომში. ფედერიკო ფელინის 1960 წლის ფილმი „La Dolce Vita“ ვია ვენეტოს ქუჩაზე იყო გადაღებული.
თავდაპირველად, ისევე როგორც ლუდოვისის უბნის სხვა ქუჩები, ვია ვენეტო იტალიის რეგიონის, ამ შემთხვევაში, ვენეციიას თემატიკაზე აშენდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მისი სახელი შეიცვალა ვიტორიო ვენეტოს ბრძოლის პატივსაცემად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუჩა აშენდა 1880-იან წლებში, ეკონომიკური აყვავების პერიოდში, რომელიც მოჰყვა რომის ახალ სამეფოს, იტალიას. 1950-იან და 60-იან წლებში ქუჩამ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა, როგორც „la dolce vita“-ს ("ტკბილი ცხოვრება") გადასაღებმა მოედანმა. მისმა ბარებმა და რესტორნებმა მიიპყრო ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღება. აქ გამოჩნდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი, ანიტა ეკბერგი, გარი კუპერი, ორსონ უელსი, კოკო შანელი და ტენესი უილიამსი. ფედერიკო ფელინის 1960 წლის ფილმმა „La Dolce Vita“-მ უკვდავყო ვია ვენეტოს ჰიპერაქტიური ცხოვრების წესი და განათებული ქუჩები. რომის ზოგიერთი ყველაზე ცნობილი კაფე და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, როგორებცაა „Café de Paris“, „Harry's Bar“, „Regina Hotel Baglioni“ და „The Westin Excelsior“, მდებარეობს სწორედ ვია ვენეტოში. შეერთებული შტატების საელჩოც დგას ამ გამზირის გასწვრივ.