ვენესუელის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Instituto Arnoldo Gabaldón - 1984 წელს ეროვნული ისტორიულ მემკვიდრეობად გამოცხადდა.

ვენესუელის კულტურა მრავალფეროვანი და რთულია. ვენესუელის კულტურის განვითარებაში წვლილი ყველა იმ ადამიანს მიუძღვის ვინც ის თავის სამშობლოდ აირჩია. ვენესუელას აქვს განსხვავებული ხელოვნება, ლიტერატურა და მუსიკა.

ხალხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენესუელელები ეროვნულ დღესასწაულზე

ვენესუელას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც ვენესუელის მკვიდრი ხალხებისგან იწყება და ამერიკის ესპანური კოლონიზაციის შემდეგ ესპანელებისა და აფრიკელების მიერ გრძელდება. XVII საუკუნეში, ვენესუელაში ბევრი: იტალიელი, პორტუგალიელი, არაბი, გერმანელი, მოროკოელი ებრაელი და სხვა ემიგრანტი ჩვიდა. მოსახლეობის 93% ცხოვრობს ქალაქში და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს მდინარე ორინოკოს სამხრეთით, რას მთელი ქვეყნის ტერიტორისს ნახევარს შეადგენს. მოსახლეობის 96% თავს კათოლიკედ მიიჩნევს.

ვენესუელის კულტურა დიდ გავლენას განიცდიდა კარიბების თემატიკით. ეს გამოხატულია მის ისტორიულ შენობებში, არქიტექტურაში,[1] ხელოვნებასა[2] და მონუმენტებში.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Estudio para Dante Beatriz. 1889, კრისტობალ როხასი

ვენესუელის ხელოვნებაში თავიდან რელიგიური მოტივები დომინირებდა. XIX საუკუნიდან ჩნდება ჰეროიკული და პატრიოტული თემები, ხოლო XX საუკუნიდან მოდერნიზმი. ცნობილი ვენესუელელი ხელოვნებია: არტურო მიჩელენა, კრისტობალ როხასი, ანტონიო ჰერერა ტორო, არმანდო რევერონი.

არქიტყექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენესუელაში ყველა სახის არქიტექტურული შენობაა. შენობები ქვეყნის ცვალებადი წარსულის ყველა ეტაპიდანაა შემონახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომულო გალიეგოსი

ვენესუელური ლიტერატურა ესპანური დაპყრობიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის შემდეგ რომანტიზმი განავითარეს ვისენტე გონსალესმა და ფერმინ ტორომ. ვენესუელური ლიტერატურის გამორჩეული პოეტები იყვნენ ფერმინ ტორო და ანდრეს ელოი ბლანკო. გამოჩენილი მწერლები და ნოველისტების რიცხვს ეკუთვნიან: რომულო გალიეგოსი და ანდრეს ბელიო. ლოურეანო ვალენილა ლანმა და ხოსე გილ ფორტულმა მნიშვბნელოვანი წვლილი შეიტანეს ვენესუელუყრი პოზიტივიზმის განვითარებაში.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მუსიკის შემსრულებელი ჯგუფეი არიან: Un Solo Pueblo და Serenata Guayanesa. ეროვნული საკრავი ინსტრუმენტია - კუატრო. მუსიკის პოპულარული სტილია - გაიტა. ეროვნული ცეკვაა - ჯოროპო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coro and its Port. UNESCO World Heritage Centre (1993).
  2. Ciudad Universitaria de Caracas. UNESCO World Heritage Centre (2000).