ვენერა ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

ვენერა გიორგის ასული ურუშაძე (დ. 8 სექტემბერი, 1909, ლანჩხუთი, — გ. 1991, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პედაგოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976), დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წელს გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე პირველი მხატვრული თარგმანები (მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“-ს თარგმანი). 1950 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ინგლისური ენის კათედრაზე. მას ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ინგლისური პოეტური თარგმანი (1968, 1971, 1979). ინგლისურ ენაზე გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (1948, 1958), ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული „მინდია“ (1964, 1966), შოთა რუსთაველის „აფორიზმები“ (1983) და ა. შ. შეადგინა და გამოსცა ინგლისური ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). გამოაქვეყნა არაერთი სტატია თარგმანის თეორიის საკითხებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]