ვენახჭალის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვენახჭალის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ვენახჭალის მთის თხემზე, მდინარე კვერშავეთის ხეობაში გამავალ ისტორიულ გზაზე. აღნიშნული გზა დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ იმერეთიდან კაკასხიდის გავლითა და ზეკარის უღელტეხილით გადადის აბასთუმან-ადიგენის მიმართულებით. კოშკი თავისი ადგილმდებარეობით ადვილად აკონტროლებს ამ ისტორიული გზის ვენახჭალის მონაკვეთს.

კოშკი ნანგრევის სახითაა წარმოდგენილი. აგებულია დიდი ზომის კვადრებითა (67X45X30 სმ; 55X40X25 სმ; 47X30X28 სმ.) და კირხსნარით. კოშკის ზომებია 11X10,5 მეტრი. ინტერიერში საპირე ქვები მთლიანად მოცლილია, რის გამოც კედლის სიგანე ზუსტად არ იზომება. იგი დაახლოებით 2 მეტრამდე უნდა იყოს. ადგილობრივთა გადმოცემით ძეგლის პირველ მპოვნელს ქვის თაღოვანი სახურავი უნახავს (სავარაუდოდ პირველი სართულის გადახურვის), რომელიც დღესდღეობით აღარ იკითხება. კოშკი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩრდილო-დასავლეთის ფასადზე შეინიშნება ორ საფეხუროვანი ცოკოლი. სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიმჩნევა კირხსნარიანი ქვების წყობა, რომელიც სავარაუდოდ კოშკის გაფართოების დროინდელია და წარმოადგენს მშენებლობის მეორე ეტაპს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16967