ასკილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ველური ვარდი)
ასკილი
ასკილის ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rosa canina

ასკილი, ველური ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები. ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იშვიათად ყვითელი) ცალად ან ქოლგისებრ-საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. მომწიფებისას ხორციანი ხდება და იღებს ნარინჯის, წითელ, ზოგჯერ შავ ფერსაც.

ასკილის ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობა, საქართველოში - 25, მათგან 5 ენდემურია. ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე და სხვა. ნაყოფი შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფიშაქარს, სახამებელს და აზოტოვან ნივთიერებებსაც. იჭმება ნედლი და დაკონსერვებული.

ნაყენს ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას. ფესვები მდიდარია მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით. ასკილს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მებაღეობაში. ასკილის ვარა ფორმებიდან ძველთაგანვე გამოყვანილია ბაღის ვარდის მრავალი ძვირფასი ჯიში. მაგ., ცნობილი ყაზანლიყური ვარდი (ლათ. Rosa damascena), რომლის გვირგვინის ფურცლებისაგან სურნელოვან ვარდის ზეთს ხდიან, ჩაის ვარდი (ლათ. Rosa chinensis), ხვიარა ვარდი (ლათ. Rosa multiflora) და სხვა.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხში უხსოვანი დროიდან გამოიყენება ასკილის ნაყოფი სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ და გამამაგრებელ საშუალებად, ასკილი გამოიყენება აგრეთვე როგორც ვიტამინური და ნაღველმდენი მცენარე, მისი ნაყოფებიდან ამზადებენ ექსტრაქტებს, პოლივიტამინურ ჩაის და ნაყენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]