ველკე-პავლოვიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ველკე-პავლოვიცე ჩეხ. Velké Pavlovice გერმ. Groß Pawlowitz | |||||
|
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 48°54′15″ ჩ. გ. 16°49′00″ ა. გ. / 48.90417° ჩ. გ. 16.81667° ა. გ. | ||||
| მმართველი | Petr Hasil[1] | ||||
| პირველი ხსენება | 1306 | ||||
| ფართობი | 25,73 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 182 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 3 100 (1 იანვარი, 2025)[2] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 691 06[3] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.velke-pavlovice.cz/ | ||||
ველკე-პავლოვიცე (ჩეხ. Velké Pavlovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქში სამი ათასზე მეტი მოსახლეა და ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველკე-პავლოვიცე ქალაქ ბრჟეცლავიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს. მისი მუნიციპალური ტერიტორიის უმეტესობა ჟდანიცეს ტყის ფერდობებზეა. ქალაქის სამხრეთი ნაწილი კი ქვემო მორავის ხეობასა და კიიოვის ბორცვებზეა. ველკე-პავლოვიცეს მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ტაბულკას გორა, მისი სიმაღლე 298 მეტრია ზღვის დონიდან. ველკე-პავლოვიცეში მიედინება მდინარე ტრკმანკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში ველკე-პავლოვიცე პირველად 1252 წელს არის მოხსენიებული. ამ ისტორიული წყაროს მიხედვით ქალაქი ღვინის წარმოებით მიღებული შემოსავლის ნაწილს ზდარ-ნად-საზავოუში ახლად დაარსებულ ცისტერციანელების მონასტერს უხდიდა. 1315 წელს ველკე-პავლოვიცე ჩეხი დიდგვაროვნის ინდრჟიხ ლიპელის ხელში გადავიდა.
სხვა მეზობელი ქალაქების მსგავსად, ველკე-პავლოვიცეც ხშირად იცვლიდა მფლობელებს. აქაური მოსახლეობა ძლიერ დააზარალა ოცდაათწლიანმა ომმა. ომის შემდეგ მამული შეიძინა ფრიდრიხ ოპერსდორფელმა, ხოლო მისგან - იოჰან როტალელმა 1649 წელს. 1676 წელს აქაური მამულები გაფართოვდა და ველკე-პავლოვიცე ეწოდა.
ველკე-პავლოვიცეს აღდგენა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო.[4]
1891 წელს იმპერატორმა ფრანც იოსეფმა მას სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1897 წელს ველკე-პავლოვიცეში გაიყვანეს რკინიგზა.
1900 წლის აღწერის მონაცემებით აქ უკვე 2 566 მცხოვრები ცხოვრობდა. 1960 წლამდე ველკე-პავლოვიცე ჰუსტოპეჩეს რაიონს ეკუთვნოდა, 1961 წლის 1 იანვრიდან ბრჟეცლავის რაიონის ნაწილი გახდა. 1967 წელს ის ქალაქად გამოცხადდა.[4]

ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველკე-პავლოვიცეს მთავარი ღირსშესანიშნაობა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. ეს ადრეული ბაროკოს სტილის ნაგებობა 1670–1680 წლებში აშენდა და XIX საუკუნის შუა ხანებში აღადგინეს.
ბაროკოს სტილის ველკე-პავლოვიცეს ციხესიმაგრე 1762 წელს არის აგებული, დღეს მასში ტრკმანკას ეკოცენტრია განთავსებული.[5]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ ბლაჟეკ პავლოვიცკი (1871–1940) — მწერალი
- რუდოლფ კასნერი (1873–1959)) — მწერალი და ფილოსოფოსი
- იოზეფ ჰადლიკი (1906–1974) — ფსიქიატრი
- ფრანტიშეკ შტამბახრი (1899–1986) — პოლიტიკოსი
- იოზეფ ვევერკა (1922–2006) — მეღვინე
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024 — ČSÚ.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 Historie cs. Město Velké Pavlovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-06. ციტირების თარიღი: 2021-11-25
- ↑ Kostel Nanebevzetí Panny Marie cs. National Heritage Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-06. ციტირების თარიღი: 2023-02-10
- ↑ Partnerská města cs. Město Velké Pavlovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-31. ციტირების თარიღი: 2021-11-25