შინაარსზე გადასვლა

ველკე-ოპატოვიცე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ველკე-ოპატოვიცე
Velké Opatovice

ველკე-ოპატოვიცის ციხე
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
შიდა დაყოფა Bezděčí[1] , Brťov u Velkých Opatovic[1] , Korbelova Lhota[1] , Svárov[1] , Velká Roudka[1] და Q56413584?
კოორდინატები 49°36′45″ ჩ. გ. 16°40′46″ ა. გ. / 49.61250° ჩ. გ. 16.67944° ა. გ. / 49.61250; 16.67944
მმართველი კატერჟინა გერბრიხოვა
პირველი ხსენება 1308
ფართობი 25,93 კმ²
ცენტრის სიმაღლე 376
მოსახლეობა 3 457[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 133 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 679 63
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი velkeopatovice.cz
ველკე-ოპატოვიცე — ჩეხეთი
ველკე-ოპატოვიცე

ველკე-ოპატოვიცე (ჩეხ. Velké Opatovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბლანსკო ბლანსკოს რაიონის ცენტრია. ის ექვსი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება. ველკე-ოპატოვიცის გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება: ბრტოვი, ბეზდეჩი, ველკა-რუდკა, კორბელოვა-ლჰოტა და სვაროვი.

ველკე-ოპატოვიცე რაიონულ ცენტრ ბლანსკოდან ჩრდილოეთით 27 კილომეტრში მდებარეობს. ის ბოსკოვიცეს ღარისა და ორლიცკეს მთისწინეთის საზღვარზეა. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 590 მეტრია ზღვის დონიდან, ამ ადგილს ჰრადისკოს გორა ეწოდება. ქალაქში მიედინება პატარა მდინარე იევიჩკა. ველკე-ოპატოვიცის ტერიტორიაზე მდებარეობს ანკლავი მალა-როუდკა, ეს სოფელი მთლიანად ველკე-ოპატოვიცის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული.

ველკე-ოპატოვიცეში ნოტიო კონტინენტური ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,7°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 660 მილიმეტრი.[3]

ოპატოვიცე ისტორიულ წყაროებში პირველად 1308 წელს არის მოხსენიებული. ამ პერიოდში არსებობდა ორი ციხესიმაგრე, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავდათ. თავდაპირველად აქ ორი სოფელი გაშენდა, ერთს ერქვა ჰორნი-ოპატოვიცე („ზემო ოპატოვიცე“) და დოლნი-ოპატოვიცე („ქვემო ოპატოვიცე“). 1848 წელს ეს ორი სოფელი გაერთიანდა და ოპატოვიცე დაერქვა. ზედსართავი სახელი „ველკე“ („დიდი“) სახელწოდებაში 1888 წელს დაამატეს. 1969 წელს ველკე-ოპატოვიცეს მუნიციპალიტეტს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ველკე-ოპატოვიცეს ციხეა, ის 1757 წელს ბაროკოს სტილში აშენდა, ციხესიმაგრის შენობაზე პირველი რეკონსტრუქცია 1913 წელს არტ-ნუვოს სტილში განხორციელდა. 1924 წლის 2 მაისიდან ციხე ველკე-ოპატოვიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. 1973 წელს გაჩენილი ხანძრით ის ნაწილობრივ დაიწვა. არქიტექტორ ზდენეკ ფრანეკის პროექტის მიხედვით ციხესიმაგრის მორიგი რეკონსტრუქცია 1990 წელს ჩატარდა. 2007 წლის 26 ნოემბერს ციხესიმაგრეს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და მისი მეუღლე ესტუმრნენ.[5]

ველკე-ოპატოვიცეში მდებარე მორავიის კარტოგრაფიული ცენტრი ჩეხეთში კარტოგრაფიის განვითარების ისტორიას გადმოგვცემს. მის სამუზეუმო ექსპონატებშია გეოდეზიური, კარტოგრაფიული ინსტრუმენტები და მორავიისა და სილეზიის მიწების პლასტმასის რუკა, რომლის ფართობი 100 კვადრატული მეტრია.[6]

ველკე ოპატოვიცის მუზეუმში ისტორიული და ეთნოგრაფიული ექსპონატებია წარმოდგენილი. მუზეუმის კოლექციაშია მოქანდაკე კარელ ოტაჰალის მემორიალური დარბაზი, რომელიც ქალაქში 29 წელი ცხოვრობდა.[7] ოტაჰალი არის ბედრჟიხ სმეტანას ბუნებრივი ზომის ქანდაკების შემქმნელი, ეს ქანდაკება ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს.[8]

ველკე-ოპატოვიცის წმინდა გიორგის ეკლესია 1790–1791 წლებში აშენდა და აქ უკვე მდგარი XIV საუკუნის ძველი გოტიკური ეკლესია ჩაანაცვლა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა კარელ ოტაჰალის მიერ 1951 წელს შესრულებული, საკურთხევლში მდგარი წმინდა გიორგის და გველეშაპის ქანდაკებაა.[9]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. Welcome on the pages of the town Velké Opatovice. ციტირების თარიღი: 24 August 2025
  4. O městu Velké Opatovice cs. Město Velké Opatovice. ციტირების თარიღი: 2021-11-11
  5. Zámek Velké Opatovice – architektonický skvost s krásným parkem cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-11
  6. Moravské kartografické centrum ve Velkých Opatovicích cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-11
  7. Muzeum a Památník města Velké Opatovice cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-11
  8. Záboj, Michal (2019-08-17). „Před sedmačtyřiceti lety zemřel sochař Karel Otáhal. Tvořil ve Velkých Opatovich“. Blanenský Deník (ჩეხური). Deník.cz. ციტირების თარიღი: 2022-07-24.
  9. Kostel sv. Jiří Velké Opatovice cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-11
  10. Partnerská města cs. Město Velké Opatovice. ციტირების თარიღი: 2021-11-11