შინაარსზე გადასვლა

ველკე-მეზირჟიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ველკე-მეზირჟიჩი
ჩეხ. Velké Meziříčí
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Dolní Radslavice[1] , Hrbov[1] , Kúsky[1] , Lhotky[1] , Mostiště[1] , Q12042610?[1] , Svařenov[1] და Q56414805?
კოორდინატები 49°21′17″ ჩ. გ. 16°00′42″ ა. გ. / 49.35472° ჩ. გ. 16.01167° ა. გ. / 49.35472; 16.01167
მმართველი Alexandros Kaminaras[2]
პირველი ხსენება 1281
ფართობი 40,66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 425 მეტრი
მოსახლეობა 11 608 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 594 01[4]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი https://www.velkemezirici.cz/
ველკე-მეზირჟიჩი — ჩეხეთი
ველკე-მეზირჟიჩი

ველკე-მეზირჟიჩი (ჩეხ. Velké Meziříčí) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი და ციხესიმაგრე კარგად არის შემონახული, მათ ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვთ.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველკე-მეზირჟიჩის მუნიციპალიტეტი 8 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება:[5]

ახალი სინაგოგა

სახელწოდება მეზირჟიჩი ქართულად ითარგმნება, როგორც „მდინარეებს შორის“. ქალაქის ტოპონიმიკა დაკავშირებულია მდინარეების შესართავთან. სახელწოდებას „ველკე“ (ანუ „დიდი“) მოგვიანებით დაემატა, რათა ის განესხვავებინათ ამავე სახელწოდების მქონე სხვა ადგილებისგან ჩეხეთში.[6]

ველკე-მეზირჟიჩი ქალაქ ჟდიარ-ნად-საზავოუდან სამხრეთით, დაახლოებით 23 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო იჰლავიდან 30 კილომეტრითაა დაცილებული. ქალაქში მდინარე ოსლავას ერთვის ბალინკა. ქალაქში რამდენიმე სათევზაო ტბორია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყლის ყველაზე დიდი ობიექტია მოსტიშტეს წყალსაცავი.

მეზირჟიჩი ოსლავის ხეობის კოლონიზაციის დროს, XII საუკუნეში დაარსდა. მისი სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად 1281 წელს გაჩნდა. ველკე-მეზირჟიჩის ციხესიმაგრის შესახებ ცნობები 1236 წლით თარიღდება, ის მორავიის ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრეა. ქალაქის გალავანი XIV საუკუნეში ააგეს.

ველკე-მეზირჟიჩის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის შესახებ პირველი ისტორიული ცნობები 1317 წლით თარიღდება. ქალაქი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობდა.ref name=hist1/>

მას შემდეგ, რაც ველკე-მეზირჟიჩის მაცხოვრებლები აქაური მამულების მფლობელს მტრისგან ციხესიმაგრის გათავისუფლებაში დაეხმარნენ, დასახლებამ 1408 წელს ქალაქის სრული პრივილეგიები მიიღო. ჰუსიტური ომების დროს მეზირიჩი ჰუსიტების სამხედრო ბაზას წარმოადგენდა. დაახლოებით 1434 წელს ციხის გალავანი გაუმჯობესდა. 1464 წელს ციხესიმაგრე მეფე ირჟი პოდებრადელმა დაიპყრო, ხოლო 1468 წელს ქალაქი მატიაშ ჰუნიადის არმიამ გაძარცვა.[7]

მეზირჟიჩიმ უდიდესი აღმავლობა რენესანსის ეპოქაში განიცადა. პირველი ებრაელები ქალაქში XV საუკუნის ბოლოს ჩავიდნენ, ხოლო ებრაული თემი XVII საუკუნეში დაარსდა. ქალაქის კეთილდღეობას ოცდაათწლიანმა ომმა დაუსვა წერტილი. ამ ომის დროს ქალაქი რამდენჯერმე გადაწვეს. XVIII საუკუნეში ქალაქის აღმავლობის ახალი პერიოდი დაიწყო.[8]

XIX საუკუნეში აშენდა პირველი ქარხნები, ხოლო ქალაქის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარებას ხელი რკინიგზის მშენებლობამ შეუწყო.[8]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველკე-მეზირჟიჩის ციხე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში თავდაპირველად რომანულ-გოტიკური სტილის ციხესიმაგრე იდგა, რომელიც XVI საუკუნეში რენესანსის სტილში აღადგინეს და 1723 წლის ხანძრის შემდეგ ბაროკოს სტილის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს მასში ველკე მეზირიჩისველკე-მეზირჟიჩის მუზეუმია განთავსებული. მუზეუმი 1893 წელს დაარსდა და მოიცავს ისტორიულ და სამეცნიერო კოლექციებს, კუბისტური ავეჯის კოლექციას და გზებისა და ხიდების მშენებლობისადმი მიძღვნილ გამოფენას.

ისტორიული ცენტრი შემოსაზღვრული იყო ქალაქის გალავნითა და ორივე მდინარით. ქალაქის გალავნის ნაწილი და კარიბჭე დღესაც შემორჩენილია. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა. ეს გოტიკური ნაგებობა სავარაუდოდ XII ან XIII საუკუნით თარიღდება და დამთვალიერებელთათვის მისი 64 მეტრი სიმაღლის კოშკი ღიაა. მოედანი ძვირფასი ბურგერული სახლებით არის გაფორმებული. ყველაზე მნიშვნელოვანი შენობებია XV საუკუნეში აგებული მერია და სახლი სახელწოდებით „ობეჩნიკი“, რომელიც მდიდარი სგრაფიტოს დეკორაციებით არის მორთული.

ქალაქში ებრაული თემის გაქრობის შემდეგ მათგან დატოვებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი შემორჩა. ძველი სინაგოგა 1695 წელს აშენდა და XVIII საუკუნეში ბაროკო-ნეოკლასიკური სტილის შესასლველი კარიბჭე ააგეს. ახალი სინაგოგა 1870 წლით თარიღდება და ცნობილია თავისი დამახასიათებელი გარეგნობით, რომელიც შეულესავი წითელი და შავი აგურისგან შედგება. ებრაულ სასაფლაოზე 1101 საფლავის ქვაა, სასაფლაო XVII საუკუნის შუა პერიოდშია დაარსებული. სასაფლაოზე დღესაც არსებული უძველესი საფლავის ქვა 1677 წლით თარიღდება. ახლომდებარე საზეიმო დარბაზი 1880 წელს ააგეს.[9]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 5 6 7 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. iDNES.cz — 2020.
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. Register of territorial identification, addresses and real estates
  5. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  6. První zmínky o městě cs. Město Velké Meziříčí. ციტირების თარიღი: 2021-11-03
  7. 14. a 15. století cs. Město Velké Meziříčí. ციტირების თარიღი: 2025-07-21
  8. 1 2 Historie cs. Město Velké Meziříčí. ციტირების თარიღი: 2025-07-21
  9. Židovské památky ve Velkém Meziříčí cs. Czech Tourism. ციტირების თარიღი: 2021-11-03
  10. Partnerská města cs. Město Velké Meziříčí. ციტირების თარიღი: 2021-11-03