ველკე-ბილოვიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ველკე-ბილოვიცე ჩეხ. Velké Bílovice | |||||
|
ღვთისმშობლის შობის ეკლესია | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| კოორდინატები | 48°51′00″ ჩ. გ. 16°53′32″ ა. გ. / 48.85000° ჩ. გ. 16.89222° ა. გ. | ||||
| პირველი ხსენება | 1306 | ||||
| ფართობი | 25,73 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 176 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 3 854 (1 იანვარი, 2025)[1] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 691 02[2] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.velkebilovice.cz/ | ||||
ველკე-ბილოვიცე (ჩეხ. Velké Bílovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს და ცნობილია მისი მეღვინეობის კულტურით.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით ბილოვიცე მამაკაცის სახელ ბიელადან ან ბილადან წარმოიშვა. სავარაუდოა, რომ ამ სახელის მქონე ადამიანმა აქ პირველი დასახლება გააშენა.
მეორე ვერსიით ქალაქის სახელწოდება მის პირველ მფლობელ ზიგფრიდ ვაიზეს გვარს უკავშირდება (Waise). ვაიზე გერმანული გვარია და ქართულად ობოლს ნიშნავს, თუმცა ჩეხურში შეცდომით „ვაისე“-დან შევიდა (Weisse), რაც ქართულად „თეთრს“ ნიშნავს. თეთრის ჩეხური თარგმანი კი „ბილაა“ (ძველ ჩეხურად bílyo) და „ობლის“ ნაცვლად „თეთრიდან“ თარგმნეს. ასე დაიბადა სახელი „ბილოვეცი“. დღევანდელი სახელის პირველი ნაწილი „ველკე“ (Velké) დიდს ნიშნავს.[3]

გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველკე-ბილოვიცე რაიონულ ცენტრ ბრჟეცლავიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის სამხრეთ ნაწილი ქვემო მორავის ხეობაშია გაშენებული. ველკე-ბილოვიცის ჩრდილოეთ ნაწილში კიიოვის ბორცვებია. ზიმარკის გორა ყველაზე მაღალი წერტილია ქალაქში, მისი სიმაღლე 264 მეტრია ზღვის დონიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში ველკე-ბილოვიცე პირველად 1306 წელს არის მოხსენიებული, თუმცა მისი ტერიტორია ბევრად ადრე იყო დასახლებული. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი დიდგვაროვნები ლიხტენშტაინები და ჟეროტინები იყვნენ. XVI საუკუნეში ველკე-ბილოვიცეში ჰუტერიტები დასახლდნენ, მათ აქ გააშენეს ვაზი და ააგეს არაერთი ღვინის მარანი.[3]
XX საუკუნის დასაწყისში ველკე-ბილოვიცეს მრავალი მოქალაქე არგენტინაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში გადასახლდა.[3]
ველკე-ბილოვიცე 2001 წელს თანამედროვე სტანდარტების ქალაქად კი გამოცხადდა, თუმცა სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის წყალობით ის კვლავ ინარჩუნებს სოფლის ხასიათს.[4]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველკე-ბილოვიცეს ეკონომიკის მთავარი დარგი მევენახეობა და მეღვინეობაა. ის ველკოპავლოვიცეს მეღვინეობის ქვერეგიონში მდებარეობს. ქალაქის მთავარი სიამაყე აქ არსებული 650-ზე მეტი კერძო ღვინის მარანია. ქალაქში მდებარე მეღვინეობების საკუთრებაში ჯამში 760 ჰექტარი ვენახია. ვენახის ფართობებით ველკე-ბილოვიცე პირველ ადგილზეა ჩეხეთის ქალაქებს შორის.[5] [6]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ველკე-ბილოვიცეს მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰუტერიტების ღვინის მარნებია. ყველაზე დიდი დაახლოებით 1614 წელს აშენდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი კომპანია „Habánské sklepy“-ია.[7]
ქალაქის მუზეუმში წარმოდგენილია ადგილობრივი ხალხური სამოსი, რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები, ძველი სასოფლო-სამეურნეო იარაღები და ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული სხვა ნივთები.[8]
ჰრადიშტეკ-ზიმარკის ბორცვი გამორჩეული ადგილია, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება. ბორცვის წვერზე მდებარეობს სალოცავი, რომელიც ოთხი წმინდანის სახელობისაა, ესენია: წმინდა ურბანი (მეღვინეების მფარველი წმინდანი), წმინდა ვაცლავი (ჩეხეთის მიწების მფარველი წმინდანი), წმინდა კირილე და მეთოდე (ჩეხეთის მიწებზე ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდანები).
ღვთისმშობლის შობის ეკლესია გვიანი ბაროკოს სტილში 1764-1765 წლებში აშენდა.[9]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაცლავ ლებლოხი (1854–1924) — პოლიტიკოსი
- ანტონინ ოსიჩკა (1888–1949) — პოეტი და რომანისტი
- იოჰან პოლახი (1871–1942) — ებრაული წარმოშობის მასწავლებელი და პოლიტიკოსი,
- იან შვეჰლაკი (1901–1945) — ლეიტენანტი, მუნიციპალური პოლიციის მეთაური და ნაციზმის მსხვერპლი
- ლიბორ ზაპლეტალი (1920–1944) — ჯარისკაცი და ბივუარის მედესანტეების წევრი
- მარცელა მელკოვა(დაბ. 1971) — პოლიტიკოსი, დეპუტატი
- სვატოპლუკ სემი (დაბ. 1973) — ოპერის მომღერალი ეროვნულ თეატრში
- მარტინ ჰრდინა (დაბ. 1978) — ინტერიერის და გრაფიკული დიზაინერი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის მუზეუმი
- გზა ვენახებს შორის
- ვენახი ქალაქის ჩრდილოეთში
- ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
- ქალაქის ფესტივალის მონაწილეები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- 1 2 3 Dějiny Velkých Bílovic cs. Město Velké Bílovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2024-06-29
- ↑ Šupálek, Michal (2016-06-20). „Patnáct let jsou Velké Bílovice a Lanžhot městy. Vesnický ráz zůstává“. Břeclavský deník (ჩეხური). Deník.cz. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ Mapa vinných sklepů cs. Velkobílovičtí vinaři. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-13. ციტირების თარიღი: 2020-09-29
- ↑ Situační a výhledová zpráva: Réva vinná a víno cs. Ministry of Agriculture of the Czech Republic (2019). ციტირების თარიღი: 2020-09-29
- ↑ Tradiční krojované hody cs. Město Velké Bílovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2020-09-29
- ↑ Vlastivědné muzeum cs. Město Velké Bílovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2020-09-29
- ↑ Farní kostel cs. Město Velké Bílovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 2020-09-29
- ↑ Partnerská města cs. Město Velké Bílovice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-09. ციტირების თარიღი: 2020-09-29