შინაარსზე გადასვლა

ველკა-ბიტეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ველკა-ბიტეში
ჩეხ. Velká Bíteš

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Bezděkov[1] , Březka[1] , Holubí Zhoř[1] , Jáchymov[1] , Janovice[1] , Jestřabí[1] , Jindřichov[1] , Košíkov[1] , Ludvíkov[1] , Pánov[1] და Q56413130?
კოორდინატები 49°17′17″ ჩ. გ. 16°13′32″ ა. გ. / 49.28806° ჩ. გ. 16.22556° ა. გ. / 49.28806; 16.22556
მმართველი Markéta Lavická[2]
პირველი ხსენება 1240
ფართობი 47,30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 476 მეტრი
მოსახლეობა 5 482 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 594 53[4] და 595 01[4]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი http://www.vbites.cz/
ველკა-ბიტეში — ჩეხეთი
ველკა-ბიტეში

ველკა-ბიტეში (ჩეხ. Velká Bíteš) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი ჟდიარ-ნად-საზავოუს რაიონში მდებარეობს. მისი ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველკა-ბიტეში 11 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება:[5]

ველკა-ბიტეში ჟდიარ-ნად-საზავოუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ბრნოდან დასავლეთით 27 კილომეტრშია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია კრჟიჟანოვის მთიანეთშია გაშლილი. მის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 530 მეტრია ზღვის დონიდან. ველკა-ბიტეშში მიედინება მდინარე ბიტიშკა.

První Brněnská Strojírna

ქალაქში დაფუძნებული უმსხვილესი დამსაქმებლები არიან საავტომობილო ინდუსტრიისთვის პლასტმასის პროდუქტების მწარმოებელი ITW Pronovia[6] და საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი První Brněnská Strojírna.[7]

ველკა-ბიტეში ისტორიულ წყაროებში პირველად 1240 წელს არის მოხსენიებული, ამ წყაროს მიხედვით ქალაქის დღევანდელ ტერიტორიაზე ტაძარი იდგა. შუა საუკუნეებში ის სავაჭრო ქალაქი იყო და 1408 წელს ქალაქის სტატუსი მიანიჭეს.[8]

ველკა-ბიტეშის ყველაზე დიდი განვითარება ჰუსიტური ომების შემდეგ მოხდა, თუმცა ქალაქი ოცდაათწლიანი ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა და მომდევნო საუკუნეებში ნელ-ნელა აღადგინეს.

ველკა-ბიტეშში მრეწველობის აღმავლობა 1950 წელს დაიწყო, როდესაც აქ დიდი საინჟინრო კომპანია První brněnské strojírny დაარსდა. ამის წყალობით მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.[8]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველკა-ბიტეში უნიკალური გალავანშემორტყმული წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიითაა ცნობილი. მის ადგილზე მდგარი თავდაპირველი ხის ნაგებობა XIII საუკუნეში ქვის რომანული ეკლესიით ჩაანაცვლეს. XV საუკუნეში ეკლესიას გალავანი შემოარტყეს და შესასვლელი კარიბჭის კოშკი ააგეს.[8]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://www.vbites.cz/mestsky-urad-a-samosprava/samosprava/zastupitelstvo/zapisy-ze-zastupitelstva/6652-01-22-24-10-2022-zapis-ze-zastupitelstva-mesta
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. 1 2 Register of territorial identification, addresses and real estates
  5. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.About Us. ITW PRONOVIA, s.r.o.. ციტირების თარიღი: 2021-11-04
  7. About PBS. PBS Group, a. s.. ციტირების თარიღი: 2021-11-04
  8. 1 2 3 Stručná historie Velké Bíteše cs. ICKK Velká Bíteš. ციტირების თარიღი: 2021-11-04
  9. Partnerská města cs. Město Velká Bíteš. ციტირების თარიღი: 2021-11-04