ველის კატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ველის კატა
Felis lybica.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
ქვეოჯახი:  მცირე კატები
გვარი:  კატა
სახეობა:  ველის კატა
ლათინური სახელი
Felis lybica (Forster, 1780)
გავრცელება
Felis Lybica range map.png

ველის კატა (ლათ. Felis lybica) — მცირე ზომის ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აფრიკისა და აზიის ტყიან და ღია ადგილებში. სავრაუდოდ პირველი მოშინაურებული კატაა, რომელიც თანამედროვე შინაურ კატაზე დიდი და ძლიერია. დედალს უფრო ღია ბეწვი აქვს, რომელიც ფერად ღია ყავისფერი ან ნარინჯისფერ-ყავისფერია; გასდევს ვიწრო მუქი ზოლები. 40-სანტიმეტრიანი კუდის ჩაუთვლელად, ცხოველის სხეულის სიგრძე 70 სმ-ია, სიმაღლე მინდაოში საშუალოდ 23 სმ-ია, მასა 3,5 კგ-მდეა. ძირითადად იკვებება ფრინველებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით; ნადირობს ღამით, მარტო. შეჯვარება, როგორც წესი, წლის დასაწყისში ახასიათებს, მაკეობა 56 დღემდე გრძელდება, შობს 2–5 ნაშიერს.[1]

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, არის ტყის კატის (Felis silvestris) ქვესახეობა.[1][2]

2017 წლის კვლევების თანახმად, მოიცავს სამ ქვესახეობას:[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 African wildcat. Encyclopedia Britannica (12 ოქტომბერი, 2018). ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
  2. Yamaguchi, N.; Kitchener, A.; Driscoll, C. & Nussberger, B. (2015). Felis silvestris. IUCN Red List of Threatened Species. 2015: e.T60354712A50652361. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. Kitchener, A. C.; Breitenmoser-Würsten, C.; Eizirik, E.; Gentry, A.; Werdelin, L.; Wilting, A.; Yamaguchi, N.; Abramov, A. V.; Christiansen, P.; Driscoll, C.; Duckworth, J. W.; Johnson, W.; Luo, S.-J.; Meijaard, E.; O’Donoghue, P.; Sanderson, J.; Seymour, K.; Bruford, M.; Groves, C.; Hoffmann, M.; Nowell, K.; Timmons, Z.; Tobe, S. (2017). „A revised taxonomy of the Felidae: The final report of the Cat Classification Task Force of the IUCN Cat Specialist Group“ (PDF). Cat News (Special Issue 11): 17−20.