ველის კაკაჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველის კაკაჩა
Buteo rufinus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფრინველები
კლასი:  ქორდიანები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  კაკაჩა
სახეობა:  ველის კაკაჩა
ლათინური სახელი
Buteo rufinus (Cretzschmar, 1827)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 160032719
გავრცელების არეალი
ButeoRufinusIUCN2019-2.png
  მხოლოდ ბუდობა
  გვხვდება მთელი წლის მანძილზე
  გვხვდება მიგრაციის დროს
  გამოზამთრების ადგილები

ველის კაკაჩა (ლათ. Buteo rufinus) — მტაცებელი ფრინველი ქორისნაირთა რიგის კაკაჩას გვარისა.

სხვა სახეობის კაკაჩებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა და გრძელი ფეხები აქვს. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება ღია, მშრალ ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს სტეპებს, ნახევარუდაბნოებსა და ხრიოკ გორაკებს. ბუდობს ციცაბო კლდეებსა და ფლატეებზე, რომლებიც ღია ადგილებს გადაჰყურებენ. ნადირობისას მსხვერპლს ხშირად შემაღლებული ადგილიდან — ხმელი ხეებიდან, ბოძებიდან ან კლდეებიდან უთვალთვალებს. იჭერს მომცრო და საშუალო ზომის ხერხემლიანებს: ფრინველების, ძუძუმწოვრების და ქვეწარმავლების ჩათვლით. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც მოწყვლადი სახეობა.

ველის კაკაჩას ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]