ველის დიდი ბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველის დიდი ბაზი
Пчела длинноусая KR 02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bombus fragrans (Pallas, 1771)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 13340369

ველის დიდი ბაზი (ლათ. Bombus fragrans) — მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგის ფუტკრისებრთა ოჯახისა.

საზოგადოებრივად მცხოვრებია. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, უნგრეთში, მოლდოვაში და სხვ. საქართველოში, უმთავრესად მის აღმოსავლეთ ნაწილშია. ბუნებაში მისი რიცხობრიობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ველის დიდი ბაზის თავი, ფეხები და სხეული შავი ფერის ბუსუსებითაა შემოსილი, მკერდის წინა ნაწილი და მუცელი ყვითელია. ზურგზე, მძიმე ფრთების საწყისებს შორის, შავი ბუსუსებიანი ვიწრო, განივი საბმური აქვს. ოჯახი შედგება დედალი, მამალი და მუშა (უსქესო) მწერებისგან. ფრენს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; ჯვარედინად ამტვერიანებს ძირითადად ველის ბიოცენოზების ყვავილოვან მცენარეებს, კერძოდ, ტუჩოსნებს, რთულყვავილოვნებს და პარკოსანთა ყვავილებს. ბინადრობს, უმთავრესად მთისა და ბარის ველებზე. ბუდეს იკეთებს მიწაში, მღრღნელების მიერ მიტოვებულ სოროებში, დებს 5–10 კვერცხს. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. სახეობა იკვებება და კვებავს ყვავილის მტვრით, ნექტრითა და იმ მცირე რაოდენობის თაფლით, რომელსაც იგი იძლევა. სახეობის დაცვის მიზნით უნდა აიკრძალოს მათი ბუდეების მოშლა და პესტიციდების გამოყენება. სასურველია ველზე ნაკრძალებისა და მიკრონაკრძალების მოწყობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]