ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
Казанская церковь, село Великий-Враг.jpg
ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°09′25″ ჩ. გ. 44°14′36″ ა. გ. / 56.15694° ჩ. გ. 44.24333° ა. გ. / 56.15694; 44.24333
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ველიკი-ვრაგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210155000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1792

ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის კსტოვოს რაიონის სოფელ ველიკი-ვრაგში. დაარსებულია 1792 წელს 1777 წელს დამწვარი ველიკი-ვრაგის მამათა უდაბნოს ადგილზე. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ხუთგუმბათიანია. არქიტექტურული სტილით რვაკუთხა ოთკუთხედზე, რომელიც გავრცელებულია რუსული ხის ეკლესიების ხიროთმოძღვრებისათვის XVII-XVIII საუკუნეებში. დასავლეთის მხრიდან ეკლესიას მიშენებული აქვს მცირე სატრაპეზო, რომელზეც დაშენებულია სამრეკლო.

ეკლესია ორსაკურთხევლიანია: მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე (აღნიშნავენ 4 ნოემბერს), კუთხის საკურთხეველი კი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე (აღნიშნავენ 19 დეკემბერს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია არის კსტოვოს რაიონის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ტაძარი. ძველად ამ ადგილზე მდებარეობდა მოსკოვის სიმონოვის მონასტრის მამათა უდაბნო. 1550 წლის 2 თებერვალს ყაზანში მეორე ლაშქრობის დროს, უდაბნოს სტუმრობდა ივანე მრისხანე, რომლის აღსანიშნავად აქ დატოვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი.

1628 წელს მეფე მიხეილ თევდორეს ძემ მონასტერს შესწირა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.

პეტრე I-ის საეკლესიო პოლიტიკის შედეგად ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის უდაბნო გაუქმდა. 1723 წლის მარტში ნიჟნი-ნოვგოროდისა და ალატირის ეპისკოპოსმა პიტირიმმა სინოდის მითითებით ველიკი-ვრაგის უდაბნო მიაწერა ნიჟნი-ნოვგოროდის სასულიერო სამთავარეპისკოპოსო მონასტერს. 1724 წლის აპრილში სინოდის გადაწყვეტილებით, უდაბნოს ტაძრები გადაეცა მრევლს და საკუთრებისა და ჭურჭლის უმეტესი ნაწილი მოსკოვში გაიგზავნა.

1764 წელს ველიკი-ვრაგის მონასტრის ადგილზე ჩამოყალიბდა სამრევლო.

1777 წელს აქ გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რომელიც მოედო მონასტრის სხვა შენობებსა და ეკლესიებს. ხანძრიდან 11 წლის შემდეგ, 1788 წელს მონასტრის ადგილზე მრევლმა ააშენა მცირე ხის ტაძარი, რომელიც იყო ერთსაკურთხევლიანი. იგი აკურთხეს ტრიფონ ამაფუნტელის სახელზე. 76 წლის შემდეგ, 1864 წელს, როდესაც ყაზანის ეკლესია გაფართოვდა, სიძველის გამო ღვთისმსახურება აკრძალეს, ხოლო 1887 წელს მორებად დაშალეს. 19000 წელს მის ადგილზე ააგეს ხის ეგვტერი.

ამჟამად მოქმედი ტაძარი ააგეს 1792 წელს. თავდაპირველად მას ჰქონდა ერთი საკურთხეველი, რომელიც ნაკურთხი იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1864 წელს ეკლესიას მიაშენეს თბილი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

1902-1903 წლებში, ვოლგაზე მისი მოგზაურების ფარგლებში ეკლესიას ესტუმრა იოანე კრონშტადტელი, რომელმაც აღასრულა ღვთისმსახურება.

1937 წელს ეკლესიის წინამძღვარი მამა მიხეილი (სიგრიანსკი) გადაასახლეს, თავად ეკლესია კი დახურეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა.

1995 წლის 20 თებერვალს ველიკი-ვრაგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია გახდა რუსეთის ფედერაცის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Иерей Александр Николаев. Слово о храме: храм в честь иконы Казанской Божий Матери села Великий враг // Районная газета «Наши земляки». — 29 августа 2008 года.
  • Марков С. С. Кстово — молодой город России. — Нижний Новгород: Кварц, 2007.
  • Давиденко Д. Г. Великовражская пустынь в XVII веке //Вестник церковной истории. 2006. № 3. С. 208—224.